ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტები “აჭარულ სახლთან” ელოდებიან

2 აპრილი, 2013 • • 984
ირაკლი ღარიბაშვილს ჟურნალისტები “აჭარულ სახლთან” ელოდებიან

მინისტრის ბათუმში ვიზიტის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ საიას მხარდამჭერები საპროტესტო აქციის გამართვის მიზნით შეიკრიბნენ აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს შენობასთან. 

 

ორსაათიანი ლოდინის შემდეგ შს სამინისტროს პრესსამსახურმა ნინო გიორგობიანმა „ბათუმელებს“ განუცხადა, რომ ჟურნალისტებს დღეს არ ექნებათ საშუალება მინისტრს შეხვდნენ.

 

„ჩვენ თვითონ ვიღებთ და გავავრცელებთ ინფორმაციას“, – თქვა ნინო გიორგობიანმა, თუმცა არ დაუკონკრეტებია, რა სახის ინფორმაციის გავრცელებას აპირებენ.

 

„აჭარულ სახლთან“ იმყოფებიან ჟურნალისტებიც.

 

„ბათუმელების“ ჟურნალისტის ინფორმაციით, მათთან მივიდა რესტორნის წარმომადგენელი და რესტორნის დარბაზის დატოვება სთხოვა. ეგრეთ წოდებულ კუპეს კართან დგას შს მინისტრის დაცვა.

 

 

 შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ირაკლი ღარიბაშვილი აჭარის შს სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროს ვალერიან თელიას  შეხვდა.

 

რეგიონში ყოფნისას ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე მოინახულა პოლიციის რაიონული სამმართველოები და  საპატრულო პოლიციის განყოფილებები და მათ მუშაობას გაეცნო.

მასალების გადაბეჭდვის წესი