ახალი ამბები

$3.5 მილიონი სეზონში – ზაზა ფაჩულიას ახალი კონტრაქტი “გოლდენ სტეიტთან”

8 ივლისი, 2017 • 2790
$3.5 მილიონი სეზონში – ზაზა ფაჩულიას ახალი კონტრაქტი “გოლდენ სტეიტთან”

საქართველოს ეროვნული საკალათბურთო ნაკრების კაპიტანმა NBA-ის მოქმედ ჩემპიონთან ახალი ხელშეკრულება გააფრომა, რომლის მიხედვითაც ზაზა ფაჩულია ”გოლდენ სტეიტში” მინიმუმ კიდევ ერთი სეზონი ითამაშებს. ამის შესახებ კალათბურთელი თავის ოფიციალურ ფეისბუკის გვერდზე წერს.

NBA-ის ოფიციალური ვებ-გვერდის ინფორმაციით, საქართველოს ნაკრების კაპიტანი მომდევნო სეზონში Warriors-ისგან 3.5 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს ხელფასის სახით. გასულ სეზონში ფაჩულიამ 2.9 აშშ დოლარი გამოიმუშავა, რაც იმას ნიშნავს, რომ კლუბმა მას უკეთესი პირობები შესთავაზა.

ზაზა ფაჩულია Warriors-ში 2016 წლის ზაფხულში გადავიდა და პირველივე წელს აშშ-ის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის ჩემპიონი გახდა. აქამდე არც ერთ ქართველ კალათბურთელს ჰქონდა NBA-ის ბეჭედი მოგებული. 33 წლის ქართველი ცენტრი გასულ საჩემპიონო სეზონში საშუალოდ 14.1 წუთს ატარებდა პარკეტზე და 5.1 ქულას + 3.8 მოხსნას აგროვებდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი