ახალი ამბები

დავით დარჩიაშვილი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელს შეხვდა

2 აპრილი, 2013 • • 920
დავით დარჩიაშვილი ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელს შეხვდა

დარჩიაშვილის თქმით, კრამონ–დაუბადელი რუსეთთან კონფლიქტითაა დაინტერესებული:

 

“ქალბატონი ვიოლა არის “მწვანეთა პარტიის” წევრი, მას თავისი შეხედულებები აქვს მთელ რიგ მოვლენებზე და განსაკუთრებით დაინტერესებულია კონფლიქტით. ოღონდ შეიძლება ბოლომდე ვერ ვთანხმდებოდეთ, რეალურად რა არის კონფლიქტის მიზეზი და რამხელა არის წვლილი რუსეთის ამ ყველაფერში და მას შეიძლება ეგონოს, რომ წმინდა ჰუმანიტარული აქტივობებით ყველაფერი შეიძლება გადაწყდეს, მაგრამ… აი, ამ საკითხებზე ვმსჯელობდით. როგორი უნდა იყოს დამოკიდებულება აფხაზი ახალგაზრდების ევროპაში სწავლისადმი, რა პასპორტებით და ა.შ. როგორ გავაიოლოთ ეს პროცესი.”

 

დარჩიაშვილის თქმით, ეს გასაკეთბელია, მაგრამ გააჩნია ფორმას:

 

“გასაგებია, რომ ეს ყველაფერი გასაკეთებელია, მაგრამ რა ფორმით, ამას პირდაპირი შეხება აქვს პოლიტიკასთან, ეროვნულ ინტერესებთან და არ შეიძლება ამან მიიღოს ეთნოკრატიული ელიტის მიერ ჩადენილი ეთნოწმენდის დავიწყებისა და ყველაფერთან შეგუების სახე. ზოგადად, ეს ესმის ქალბატონ ვიოლას, დეტალები გასავლელი დარჩება, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანწილად ახალი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა.”

 

დარჩიაშვილის განმარტებით, საუბარი შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც ჰქონდათ:

 

“ერთი მხრივ, მისი გადმოსახედიდან ძალიან კარგია, რომ კონსტიტუციაზე და რიგ სხვა საკითხებზე შეთანხმება მოხერხდა, მაგრამ, მეორე მხრივ, ის, რომ აპრილში შუალედური არჩევნებისათვის ახალი ტალღა წამოვიდა “ნაციონალური მოძრაობის “პარტიის წევრებზე, აქტივისტებზე ზეწოლის, ეს არის ძალიან საგანგაშო,”– განაცხადა დარჩიაშვილმა. 

 

ვიოლა ფონ კრამონ-ტაუბადელსი დღესვე პარლამენტის თვმჯდომარეს შეხვდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი