ახალი ამბები

გოგალაძე: გარემოს დაცვის სამინისტროს დაუბრუნდება თავისი ფუნქციები

2 აპრილი, 2013 • • 1027
გოგალაძე: გარემოს დაცვის სამინისტროს დაუბრუნდება თავისი ფუნქციები

 დავით უსუფაშვილის თქმით, გარემოს დაცვის კუთხით უამრავი საკითხია მოსაგვარებელი:

 

“ჩვენ ერთი კვირის წინ დავასრულეთ ძალიან მნიშვნელოვან კანონპროექტზე მუშაობა, რომელსაც თან ახლდა 57 კანონპროექტი. ყველა მათგანი ბუნების დაცვასთან იყო კავშირში, ამ პროექტების განხილვას პარლამენტმა, მინისტრმა და მისმა მოადგილემ სერიოზული დრო და ენერგია დაუთმო. დღეს ჩვენ შევაჯამეთ ეს სამუშოები, შევთანხმდით იმაზე, რომ ამ სფეროში ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი. მიუხედევად იმისა, რომ ეს სფერო საქარველოში ერთ-ერთი ხშირად განხილვადი თემაა, დღემდე უამრავი საკითხი არის მოუგვარებელი და გადასაწყვეტი და დიდი სამუშაო გვქავს ჩვენს კოლეგებთან ერთად; ვისაუბრეთ იმაზე, რომ ქვეყანაში გარემოს დაცვის სტრატეგია არის საჭირო. მინისტრმა და მისმა მოადგილემ პარლამენტში არსებული მწვანე ნარგავებიც დაათვალიერეს, რომლებიც პარლამენტში არსებული უჰაერობის გამო საკმაოდ ცუდ მდგომარეობაშია.”

გოგალაძის თქმით, ის პარლამენტის მხარდაჭერას გრძნობს:

 

“პარლამენტმა კანონპროექტთა პაკეტი უკვე მე-3 მოსმენით მიიღო, მაგრამ ძალაში შესასვლელად სხვა პროცედურებიც არის ჩასატარებელი და ვვარაუდობთ, რომ კანონპროექტი ძალაში მაისის შუა რიცხვებიდან შევა. გარემოს დაცვის სამინისტროს დაუბრუნდება თავისი ფუნქციები. მომავალში კვლავ ვგეგმავთ კანონპროექტების ინიცირებას, რომლებიც უფრო მასშტაბური იქნება, ჩვენ ყოველთვის ვგრძნობდით პარლამენტის მხარდაჭერას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და მადლობას ვუხდი დავით უსუფაშვილს.”

 

პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ გოგალაძე გარემოს დაცვის და ბუნებრივის რესურსების კომიტეტის სხდომაზე დეპუტატებს ჩატარებული სამოშაოებისა და სამომავლო გეგმების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი