ახალი ამბები

გენინსპექციის დასკვნასთან დაკავშირებით არასამთავრობოები აქციას გამართავენ

2 აპრილი, 2013 • 984
გენინსპექციის დასკვნასთან დაკავშირებით არასამთავრობოები აქციას გამართავენ

საპროტესტო აქციას არასამთავრობოები ბათუმში მომხდარი ინციდენტის შესახებ შსს-ს გენინსპექციის დასკვნასთან დაკავშირებით მოაწყობენ. აქციამდე ამავე საკითხზე საიაში პრესკონფერენცია გაიმართება.

 

28 მარტს ბათუმში საიას თანამშრომლებსა და აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსს, ვალერი თელიას შორის მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ დასკვნა დღეს, 2 აპრილს გამოაქვეყნა.

 

შსს-მ დაასკვნა, რომ შსს-ს თანამშრომლის, ვალერიან თელიას მიერ სამსახურებრივი გადაცდომა არ დადასტურდა.

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალის ხელმძღვანელის, გია ქარცივაძის მაშინდელი განცხადებით, „აჭარის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვალერი თელიამ საია-ს თანამშრომელს როინ ფარტენაძეს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და სიგარეტი მიაწვა შუბლზე“.

 

იმავე დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ შსს–სგან და მთავარი პროკურატურისგან შსს–ს აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის ვალერი თელიას ქმედებაზე ადეკვატური შეფასების მოლოდინი გამოთქვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი