ახალი ამბები

იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე პარკირება დროებით შეიზღუდა

2 აპრილი, 2013 • 1720
იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე პარკირება დროებით შეიზღუდა

დღეიდან იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე  სამშენებლო სამუშაოების წარმოებასთან დაკავშირებით გარკვეული პერიოდით ყველანაირი ავტომანქანის პარკირება შეიზღუდა.

 

იუსტიციის სახლის ადმინისტრაციის ინფორმაციით,  ავტოსადგომის დროებით დახურვის მიზეზს, მომხმარებელთა უსაფრთხოების ნორმების დაცვა წარმოადგენს. 

 

“ავტოსადგომის ფუნქციონირება სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე, ახლო მომავალში  აღდგება.  პარკინგის დროებით დახურვის გადაწყვეტილება კი მომხმარებელთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით  იქნა მიღებული.  იუსტიციის სახლი მომხმარებელს  ბოდიშს უხდის შექმნილი დისკომფორტისთვის,“- აცხადებს იუსტიციის სახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ანი გიგინეიშვილი გავრცელებულ პრესრელიზში. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი