ახალი ამბები

ალასანია მიიჩნევს, რომ ვეტერანებზე ცალკე სტრუქტურამ უნდა იზრუნოს

2 აპრილი, 2013 • 1252
ალასანია მიიჩნევს, რომ ვეტერანებზე ცალკე სტრუქტურამ უნდა იზრუნოს

ვეტერანების მხადასაჭერი აქცია 2011 წელს
ვეტერანების მხადასაჭერი აქცია 2011 წელს

ვეტერანთა დეპარტამენტი 2012 წლის ზაფხულიდან თავდაცის სამინისტროს გაერთიანებული შტაბის დაქვემდებარებაშია.  სამთავრობო კომისია, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, მუშაობს და მისი მიზანია ვეტერანთა საკითხებზე პოლიტიკის შემუშავება და მისი სტრუქტურის განსაზღვრა.


ამ საკითხზე ირაკლი ალასანიამ 2 აპრილს ჟურნალისტებთან გამართულ შეხვედრაზე ისაუბრა.


ალასანიამ განაცხადა, რომ ამ თემაზე უკვე შედგა მინისტრების დონეზე შეხვედრა და ის ასევე განიხილეს ბოლო მთავრობის სხდომაზე.


“ ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია სახელმწიფოსი და არა მხოლოდ ამ უწყების [თავდაცვის] არის ის,  რომ ჩვენ ღირსეული პირობები შევუქმნათ ჩვენს ვეტერანებს. მათ, ვინც ჩვენი და ჩვენი ოჯახების გამო დგანან საგუშაგოზე, ან იცავენ ავღანეთში საერთაშორისო უსაფრთხოებას. იმ ადამიანების პატივისცემა და ღირსებით მოპყრობა, ვინც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს იცავდა ჩვენს ქვეყანას და ასე შემდეგ”, –  აღნიშნა თავდაცვის მინისტრმა და განაცხადა, რომ აქედან გამომდინარე დაიწყეს ფიქრი ვეტერანთა დეპარტამენტის სტრუქტურული რეაორგანიზაციისთვის, რადგანაც წინა ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება დეპარტამენტის გაერთიანებული შტაბისთვის დაქვემდებარებაზე “აბსურდული და გაუმართლებელია”.

ირაკლი ალასანია
ირაკლი ალასანია

“ვეტერანთა დეპარტამენტი არ არის საბრძოლო ნაწილი, რომ გახდეს გაერთიანებული შტაბის ნაწილი”.


თავდაცვის მინისტრის ცნობით, სამი ვარიანტი განიხილება ვეტერნატთა დეპარტამენტის რეაორგანიზაციის:


“პირველი – დარჩეს თავდაცვის სმაინისტროს უწყებაში, მაგრამ გამოვიდეს გაერთიანებული შტაბიდან და გადავიდეს სამოქალაქო ნაწილში, ერთ-ერთ მოადგილეს დაექვემდებაროს.  მეორე – გაჩნდეს უწყება და გადავიდეს ჯანდაცვის სამინისტყროში  და მესამე ვარიანტია შეიქმნას დამოუკიდებელი სტრუქტურა,  უწყება, რომელიც დაექვემდებარე მთავრობას და პრემიერ- მინისტრს”.


ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ თავად და თავდაცვის სამინისტრო მხარს მესამე ვარიანტს უჭერს.


მინისტრის განმარტებით, საქართველოს მინიმუმ სამი სრულმასშტაბიანი ომი და სამხედრო დაპირისპირება ჰქონდა რუსეთთან და ვეტერანები ჰყავს არა მხოლოდ თავდაცვის სამინისტროს, არამედ სხვა უწყებებსაც – შინაგან საქმეთა სამინსიტროს, საზღვის დაცვას, ამიტომაც ვეტერანებზე ზრუნვა არ უნდა იყოს ერთი სამინისტროს კომპეტენცია.

მასალების გადაბეჭდვის წესი