ახალი ამბები

საგარეო უწყება სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებას არ ადასტურებს

7 ივლისი, 2017 • 2393
საგარეო უწყება სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დასრულებას არ ადასტურებს

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში არ ადასტურებენ გავრცელებულ ინფორმაციას იმის თაობაზე, რომ სომხეთთან საზღვრის დელიმიტაციის პროცესი დასრულებულია. ამ საკითხით ნეტგაზეთი მას შემდეგ დაინტერესდა, რაც ინფორმაცია ქართულ პორტალზე გავრცელდა.

“საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის კომისია აგრძელებს თავის მუშაობას სომხეთის შესაბამის კომისიასთან ორ ქვეყანას შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე. მორიგი სამუშაო შეხვედრა იგეგმება 2017 სექტემბერ-ოქტომბერში”, – მისწერეს ნეტგაზეთს საგარეო უწყებიდან.

პორტალმა NPA-იმ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის საზღვრის დამდგენი კომისია მუშაობას მორჩა, 1 სექტემბერს კი ეს პროცესი ოფიციალურად დასრულდება.  პორტალის ინფორმაციით, “ხუჯაბის სამონასტრო კონპლექსი ახალი დადგენილებით ოფიციალურად აღმოჩნდება სომხეთის ფარგლებში, ისევე, როგორც არპის ნაციონალური ტყე-პარკი”.

“1995 წლიდან მოყოლებული მხარეებმა შეათანხმეს სახელმწიფო საზღვრის გამავლობის დაახლოებით 70% და აგრძელებენ მუშაობას დარჩენილი მონაკვეთების შეთანხმების მიზნით. შესაბამისად, წინასწარ შეუძლებელია განისაზღვროს როგორც ერთობლივი მუშაობის დასრულების კონკრეტული თარიღები, ასევე, მისი შედეგები”, – მოსწერეს ნეტგაზეთს საგარეო საქმეთა სამინისტროდან ზემოხსენებული ინფორმაციის კომენტირებისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი