ახალი ამბები

ღვარცოფის გამო ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

7 ივლისი, 2017 • 2296
ღვარცოფის გამო ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმების შედეგად, ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზის კმ75-კმ100 მონაკვეთზე არსებული ხევებიდან ღვარცოფული გამონატანების გამო, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

მათივე ცნობით, აღნიშნულ მონაკვეთზე მობილიზებულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის მხრიდან საჭირო ტექნიკა და გზის გაწმენდითი სამუშაოები ინტენსიურად მიმდინარეობს საავტომობილო მიმოსვლის უმოკლეს ვადაში აღსადგენად.

მასალების გადაბეჭდვის წესი