ახალი ამბები

თბილისის ზღვაში ავტომობილის ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

6 ივლისი, 2017 • 2070
თბილისის ზღვაში ავტომობილის ჩავარდნის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

თბილისის ზღვაში ავტომობილი ჩავარდა, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა, ორი კი დაშავდა.

შსს-ს ცნობით, შემთხვევა გუშინ, 5 ივლისს, გვიან ღამით მოხდა. პოლიციის ცნობით, დაშავებულები ზღვიდან მაშველებმა ამოიყვანეს.

პოლიციის ცნობით,  შემთხვევის შემდეგ გამოძიება დაიწყეს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების და ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა.

მასალების გადაბეჭდვის წესი