ახალი ამბები

ურთიერთობას მოაქვს პლუსი – საქართველოს ბანკის ახალი პროგრამა

5 ივლისი, 2017 • 3019
ურთიერთობას მოაქვს პლუსი – საქართველოს ბანკის ახალი პროგრამა

საქართველოს ბანკმა  ერთგული მომხმარებლებისთვის ახალი ურთიერთობის პროგრამა – PLUS-ი დაიწყო. ურთიერთობის პროგრამა PLUS-ი სპეციალურად საქართველოს ბანკის მომხმარებლებისთვის შეიქმნა და სწორედ მათთვის, საბანკო პროდუქტებთან ერთად, ბევრ ბენეფიტსა და PLUS-ებს მოიცავს. ურთიერთობის პროგრამაში ჩართვა დღეიდან არის შესაძლებელი. ამისთვის მომხმარებელი მხოლოდ უნდა ეწვიოს საქართველოს ბანკის ნებისმიერ სერვისცენტრს და სრულიად უფასოდ ჩაერთოს PLUS-ის პროგრამაში. სერვისცენტრშივე მას გადაეცემა PLUS-ის საბანკო ბარათი და PLUS სტატუსი: PLUS  CLASSIC-ი, PLUS SILVER-ი ან PLUS GOLD-ი. მომხმარებელი სტატუსის შესაბამისად ისარგებლებს: საბანკო, ჯანმრთელობის თუ სადაზღვევო სტატუს უპირატესობებით. ამავე დროს, საქართველოს ბანკის ნებისმიერი სადებეტო თუ საკრედიტო ბარათის და PLUS  ბარათის გამოყენებით დააგროვებს PLUS-ებს, რომელთა გადაცვლაც შესაძლებელია:

[checklist]

  • PLUS კატალოგის განსაკუთრებულ საჩუქრებზე – სხვადასხვა პროდუქტსა და მომსახურებაზე;
  • უფასო მგზავრობაზე;
  • ინტერნეტბანკისა და საქართველოს ბანკის გადახდის აპარატის გამოყენებით კომუნალური მომსახურების, მობილურის, სახლის ტელეფონის, ინტერნეტისა და საკაბელო ტელევიზიის ბალანსზე;
  • ბენზინგასამართ სადგურში საწვავზე;
  • სუპერმარკეტსა და აფთიაქში სხვადასხვა პროდუქციაზე;
  • სწრაფი კვების ობიექტში სასურველ პროდუქტზე.

[/checklist]

 

ურთიერთობის პროგრამაში ჩართული მომხმარებელი PLUS-ების დაგროვებას შეძლებს: საქართველოს ბანკის ნებისმიერი ბარათით ყოველ გადახდილ 1 ლარზე, ანაგრიშზე განთავსებულ თვის საშუალო ნაშთზე, მეგობრების მოწვევისას და საქართველოს ბანკის პროდუქტების შესახებ გაწეული რეკომენდაციისას.  აღსანიშნავია, რომ ყველა, ვინც 3 აგვისტოს ჩათვლით ჩაერთვება ურთიერთობის პროგრამა PLUS-ში, საჩუქარად მიიღებს welcome PLUS-ებს.

დაგროვილი PLUS-ების შესამოწმებლად საკმარისია მომხმარებელმა აკრიფოს SMS ტექსტი – PLUS და გაგზავნოს ნომერზე – 4444.

დამატებითი ინფორმაცია ურთიერთობის პროგრამა PLUS-ის შესახებ იხილეთ: plus.ge  

მასალების გადაბეჭდვის წესი