ახალი ამბები

ანონსი – 6 ივლისი

5 ივლისი, 2017 • 2719
ანონსი – 6 ივლისი

წარმოგიდგენთ 6 ივლისს დაგეგმილ ღონისძიებების ანონსს:

11:00 საათზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია თბილისის საქალაქო სასამართლოში „პანორმა თბილისის“ საქმეზე კერძო საჩივარს წარადგენს. საია საჩივრით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის განჩინების გაუქმებას და სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ზეპირი მოსმენის გამართვას ითხოვს. საიას მიაჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ საქმეზე მსჯელობის დროს არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი.

11:00 საათზე, „მოძრაობა თავისუფლებისთვის ევროპული საქართველოს“ თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარიაბრიფინგს გამართავს. თემა: გამხმარი ხეები და გაფლანგული ნახევარ მილიონამდე ლარი. მისამართი: თბილისის დენდროლოგიური პარკი. საკონტაქტო : მაკუნა ჟვანია – 599434308.

11:00 საათზე, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე მომუშავე, საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართება. ადგილი: თბილისი, სასტუმრო ბილტმორი.

11:00 საათზე, საქართველოს პარლამენტში შექმნილი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობს სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებების მომზადებაზე, წარადგენს ჯგუფის მიერ შემუშავებულ კონცეფციას. შეხვედრა ხორციელდება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერით და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK Aid-ის ფინანსური ხელშეწყობით. ადგილი: სასტუმრო “ბილტიმორი”.

12:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე ქრონიკული დაავადებების სამკურნალო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის მიმდინარეობას მონიტორინგს კლინიკა მედალფაში პირადად გაუწევს. მისამართი: ალ. ყაზბეგის გამზ. 16. საკონტაქტო პირი: სალომე გოგინაშვილი – 558240770.

14:00 საათზე, საგამოფენო დარბაზ ექსპო-ჯორჯიას მე-11-ე პავილიონში, ვიცე-პრემიერი/ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, საზოგადოებას 5 წლიანი მოღვაწეობის ანგარიშს -ენერგეტიკული (რ)ევოლუცია წარუდგენს.

15:00 საათზე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში საზოგადოებრივი მაუწყებელის წინააღმდეგ ბლოკის „თავისუფალი დემოკრატები-რესპუბლიკელები“ საჩივარს განიხილავენ. საჩივარი საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ “მაუწყებლობის შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევას ეხება. განხილვას „თავისუფალი დემოკრატების“ პოლიტიკური მდივანი ნინო გოგუაძე, აღმასრულებელი მდივანი თამარ კეკენაძე, რესპუბლიკური პარტიის თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაია დაესწრებიან. მისამართი: კომუნიკაციების ეროვნული კომისია, ქეთევან წამებულის გამზ/ბოჭორმის ქ. 50/18.

16:00 საათზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება. ადგილი: თბილისი, პარლამენტი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

18:00 საათზე, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს ოფისში გაიმართება, ანუნა ბუკიას დოკუმენტური ფილმის „მე გადავცურე ენგური“ ჩვენება.

20:00 საათზე, მერაბ ბერძენიშვილის სახელობის საერთაშორისო კულტურულ ცენტრ „მუზაში“ არასამთავრობო ორგანიზაციის „მარტოხელა დედათა და ბავშვთა დაცვის ასოციაციის – მომვლის მზე“ პრეზენტაცია შედგება. საღამო, ქართველი მომღერლებისა და ქართული მედიის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება. მის: თბილისი, კუს ტბის გზის დასაწყისი N1.

მასალების გადაბეჭდვის წესი