ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

დონდუა: ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი თანამდებობას ტოვებს

5 ივლისი, 2017 • 3297
დონდუა: ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე ჰერბერტ ზალბერი თანამდებობას ტოვებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა აცხადებს, რომ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარე ევროკავშირიდან, ჰერბერტ ზალბერი 2017 წლის აგვისტოდან თანამდებობას დატოვებს.

“ბოლო რაუნდზე ბატონმა ზალბერმა განაცხადა, რომ ის ტოვებს თანამდებობას და მიდის გერმანიის ელჩად. მას ეს გადაწყვეტილება ადრევე ჰქონდა მიღებული და ფორმალურად განაცხადა ამის შესახებ ბოლო შეხვედრის დროს, ორი კვირის წინ ჟენევაში. თუმცა აგვისტომდე ის თანამდებობაზე რჩება”, – განაცხადა დავით დონდუამ რუსთავი 2-თან საუბარში.

ჰერბერტ ზალბერის თანამდებობიდან შესაძლო გადადგომის შესახებ საუბარი საქართველოს პოლიტიკურ წრეში 2017 წლის მაისში დაიწყო, როდესაც ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდამდე, ცხინვალში ვიზიტის დროს, ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარემ ევროკავშირიდან ჰერბერტ ზალბერმა სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა.

ეს განცხადება ქართული მხარის უკმაყოფილების მიზეზი გახდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი