ახალი ამბები

მაშველებმა ჩხოროწყუში 2 ადამიანი ადიდებული მდინარიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს

5 ივლისი, 2017 • 3115
მაშველებმა ჩხოროწყუში 2 ადამიანი ადიდებული მდინარიდან ვერტმფრენით გამოიყვანეს

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბუმეში მაშველებმა ვერტმფრენის დახმარებით 2 ადგილობრივი გადაარჩინეს, რომლებიც ადიდებულ მდინარეში, პატარა კუნძულზე იყვნენ დარჩენილი და წყლიდან გმაოსვლას ვერ ახერხებდნენ.

სამეგრელო-ზემო სვანეთის რწმუნებულის ადმინისტრაციის განცხადებით, მდინარე ხობი უეცრად ადიდდა, რა დროსაც მოქალაქეები ხობის ნაპირას შეშას აგროვებდნენ. ადიდებული მდინარის გადმოლახვა მოქალაქეებმა ვერ შეძლეს და სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ. ადგილზე მისულმა მაშველებმა წყლის დინების გაძლიერების გამო მდინარეში შესვლა და მოქალაქეების გამოყვანა ვერ მოახერხეს. ამიტომ მათ დასახმარებლად ვერტმფრენის გამოძახება გახდა საჭირო.

“საფრთხე რეალურად ძალიან დიდი, იყო, ყოველ წუთს მნიშვნელობა ჰქონდა, თუმცა დროული და კოორდინირებული რეაგირებით ჩვენ შევძელით ამ ორი ადამიანის გადარჩენა, მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანგებო სიტაციების მართვის სააგენტოს თანამშრომლებს, თითოეულ მაშველს და ადგილობრივ ხელისუფლებას” – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა, ლევან შონიამ.

05.07.17 ფოტო: სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაცია

მასალების გადაბეჭდვის წესი