ახალი ამბები

საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ხმა სხვის ნაცვლად მისცა

30 მარტი, 2013 • • 1513
საკრებულოს სხდომაზე დეპუტატმა ხმა სხვის ნაცვლად  მისცა

“აღნიშნული ქმედება ეწინააღმდეგება „ადგილობრივი თვითმმართველობის“ შესახებ ორგანული კანონის 26-ე მუხლის მე-3 პუნქტის იმპერატიულ მოთხოვნას, რომლის თანახმად, „საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად, დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა.“– ნათქვამია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

 

გარდა ვიდეომასალისა ორგანიზაციამ გაავრცელა სპეციალური განცხადება, რომელშიც აღნიშნულია, რომ თბილისის საკრებულო ვერ უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების სხდომებზე დასწრების შესაძლებლობას. 

 

“2013 წლის 6 მარტის წერილის პასუხად, სადაც ორგანიზაცია საკრებულოს თავმჯდომარისაგან ითხოვდა ადგილობრივი თვითმმართველობის მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაციის წარმომადგენლის საკრებულოს სხდომებზე დასწრების უზრუნველყოფას, 27 მარტის საპასუხო წერილში საკრებულოს აპარატის უფროსმა განაცხადა, რომ „ვინაიდან საკრებულოს შენობას არ გააჩნია შესაბამისი სხდომათა დარბაზი, სადაც უზრუნველყოფილი იქნება დაინტერესებულ პირთა დასწრება, მოკლებულნი არიან შესაძლებლობას დააკმაყოფილონ ორგანიზაციის თხოვნა.“– ნათქვამია  გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 

“სამართლიანი არჩევნების” განცხადებით,  29 მარტის სხდომაზე დაკვირვების მიზნით მისულ წარმომადგენელს, რომელზეც საშვი საკრებულოს ერთ-ერთმა წევრმა პროცედურის დაცვით დაუშვა, დაცვის თანამშრომელმა არ მისცა საკრებულოს სხდომაზე შესვლის შესაძლებლობა და  პრობლემა მხოლოდ საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატების უშუალო ჩარევის გზით მოგვარდა.

 

“მიგვაჩნია, რომ საკრებულოს აპარატის პოზიცია პრინციპულად ეწინააღმდეგება “ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონისა და თბილისის საკრებულოს რეგლამენტს,  სადაც მკაფიოდაა ჩამოყალიბებული მოთხოვნა საკრებულოს სხდომის ღიაობის შესახებ. საკრებულოს აპარატის პასუხი სრულიად უგულვებელყოფს „ადგილობრივი თვითმმარველობის შესახებ“ ორგანული კანონით  განსაზღვრულ მოთხოვნებს, რომლის თანახმად, „ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველსაყოფად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები, ადგილობრივი სამსახურები და თანამდებობის პირები ვალდებული არიან, შექმნან ორგანიზაციული და მატერიალურ-ტექნიკური პირობები მოქალაქეთა მიღების, თვითმმართველობის ორგანოების სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობისა და გადაწყვეტილებათა კონტროლის გამჭვირვალობისათვის“.– ნათქვამია განცხადებაში. 

 

“სამართლიანი არჩევნების” ასევე არ იზიარებს   საკრებულოს არგუმეტს იმასთან დაკავშირებით, რომ   ორგანიზაციის წარმომადგენლის დასწრება საკრებულოს ღია სხდომაზე ფართის სიმცირის გამო ვერ იქნებოდა უზრუნველყოფილი. 29 მარტის საკრებულოს სხდომას არც ერთი სხვა ორგანიზაცია არ უწევდა მონიტორინგს.  

 

ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნები” თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართავს, რათა უზრუნველყოს საკრებულოს სხდომების ღიაობა და გამჭვირვალობა დაინტერესებული პირებისთვის, რაც ორგანული კანონით დადგენილ ვალდებულებას წარმოადგენს.

 

 „სამართლიანი არჩევნები“ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა მონიტორინგს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში, მათ შორის თბილისშიც ახორციელებს. ჩვენთვის, როგორც სადამკვირვებლო ორგანიზაციისთვის, სრულიად მიუღებელია ხელოვნური ბარიერების დაწესება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მონიტორინგის პროცესში”– ნათქვამია განცხადებაში. 

 

შეგახსენებთ, გუშინ 29 მარტს თბილისის საკრებულოში სხდომა ჩატარდა. აღნიშნულ სხდომაზე,  2010 წელს არჩეული საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტის საკითხი ჩავარდა. 24-მა დეპუტატმა ზაალ სამადაშვილის გადადგომას მხარი არ დაუჭირა. ოპოზიცია სხდომას დაესწრო, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა.

 

საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენება, სხდომის დღის წესრიგში პირველი საკითხი იყო. რეგისტრაცია 38-მა დეპუტატმა გაიარა, თუმცა კენჭისყრაში მონაწილეობა, უმრავლესობის მხოლოდ 24-მა დეპუტატმა მიიღო. ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა.

 

მომდევნო 3 თვის განმავლობაში საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების საკითხის დაყენებას უკვე რეგლამენტი კანონმდებლობა კრძალავს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი