ახალი ამბები

თბილისიდან ბათუმში 90 ლარად შეძლებთ ფრენას

5 ივლისი, 2017 • 9090
თბილისიდან ბათუმში 90 ლარად შეძლებთ ფრენას

7 ივლისიდან „სერვისეარი“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის მიმართულებით იფრენს. მგზავრებს „სააბის“ ტიპის 32- ადგილიანი საჰაერო ხომალდი მოემსახურება. ერთი გზის ბილეთის ღირებულება  90 ლარს შეადგენს.

ფრენები შესრულდება ყოველდღე, ოთხშაბათის გარდა, შემდეგი განრიგით:

 

#

 

მიმართულება

ორშაბათი სამშაბათი ხუთშაბათი პარასკევი შაბათი კვირა
 

 

1

 

თბილისი – ბათუმი

10:00 10:00 10:00 10:00 10:00 10:00
 

ბათუმი-თბილისი

12:00 12:00 12:00 12:00 12:00 12:00
 

 

2

 

თბილისი – ბათუმი

14:00 14:00
 

ბათუმი-თბილისი

16:00 16:00
 

 

3

 

თბილისი – ბათუმი

18:00 18:00 18:00 18:00 18:00
 

ბათუმი-თბილისი

20:00 20:00 20:00 20:00 20:00

ბილეთების შეძენა შესაძლებელია ტურისტული კომპანია „ვანილა სქაის“ თბილისისა და ბათუმის ოფისებში, ასევე აღნიშნული კომპანიის ვებგვერდზე (7 ივლისის 16:00 საათიდან) და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტის სალაროში.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მხარდაჭერით, შიდა ტურიზმისა და ადგილობრივი რეისების განვითარების მიზნით შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ განახორციელა მგზავრთა საჰაერო გადაყვანის ავიარეისების ორგანიზების და შესრულების მომსახურების შესყიდვა ელექტრონული ტენდერის გზით. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიად გამოვლინდა შპს „სერვისეარი”.

შპს „სერვისეირი“ ამჟამად ნატახტარის აეროდრომიდან უკვე ასრულებს ფრენებს ქუთაისის, მესტიის და ამბროლაურის მიმართულებებით.

მასალების გადაბეჭდვის წესი