ახალი ამბები

პრემიერ–მინისტრი უმრავლესობის წევრებს ორ კვირაში ერთხელ შეხვდება

30 მარტი, 2013 • • 944
პრემიერ–მინისტრი უმრავლესობის წევრებს ორ კვირაში ერთხელ შეხვდება

აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებს  პარლამენტარმა კობა დავითაშვილმა განუცხადა. მისი თქმით, გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია და ეს იმ საკითხების გატანაში დაეხმარებათ, რომლის გატანაც  ქვეყნისთვის აუცილებელია.  საპარლამენტო უმრავლესობის  კიდევ ერთი წევრის მანან კობახიძის განცხადებით, შეხვედრის ფარგლებში მნიშვნელოვანი პოლიტიკური მოვლენებიც განიხილეს. 

 

” შეხვედრა იყო ძალიან საინტერესო, საჭირო და აუცილებელი. ცხადია, ბიძინა ივანიშვილი, როგორც პრემიერი და უმრავლესობის ლიდერი, შეხვდა უმრავლესობას, ჩვენ ვისაუბრეთ მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე, რაც უნდა იყოს კოორდინირებული, შეთანხმებული და ვფიქრობ, რაც უფრო ხშირად იქნება ასეთი ტიპის შეხვედრები, ფაქტობრივად არაფორმალური თუ არაოფიციალური, როგორ დავარქვათ, იქნება უფრო პროდუქტიული,”– განაცხადა კობახიძემ. 

 

პრემიერ– მინისტრისა და უმრავლესობის შეხვედრა დღეს, 30 მარტს,  კოალიცია “ქართული ოცნების” ოფისში 11:00 საათზე დაიწყო.  შეხვედრა ჟურნალისტებისთვის დახურულ კარს მიღმა მიდინარეობდა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი