ახალი ამბები

ჯეჯელავა ჩაბუქისთვის სტატუსის მინიჭებაზე: ვნახოთ, რა გადაწვეტილებას მიიღებს სამინისტრო

5 ივლისი, 2017 • 1821
ჯეჯელავა ჩაბუქისთვის სტატუსის მინიჭებაზე: ვნახოთ, რა გადაწვეტილებას მიიღებს სამინისტრო

განათლების მინისტრის, ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერის, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქის და მისი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი ევროპულ სტანდარტებით მიმდინარეობას.

“მე ვფირქრობ, რომ საკანონმდებლო პროცესი მიმდინარეობს. მუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდია ამ ქეისის მიმართ დაინტერესება, დარწმუნებული ვარ, ყოველკვირა ხდება სხვადასხვა ადამიანის სტატუსის განხილვა. ეს პროცესი არის გამართული, შეესაბამება ევროპულ სტანდარტებს. მეც ყურადღებით ვაკვირდები. ამ ადამიანის სკოლის დირექტორობას ან არდირექტორობას, რა თქმა უნდა, პირდაპირი კავშირი არ აქვს მისი სტატუსის განხილვასთან. ვნახოთ, რა გადაწვეტილებას მიიღებს სამინისტრო”,- განაცხადა ჯეჯელავამ.

დემირელის სახელობის კერძო კოლეჯის მენეჯერი, თურქეთის მოქალაქე მუსტაფა ემრე ჩაბუქი 24 მაისს დააკავეს. როგორც მისმა ადვოკატმა სოსო ბარათაშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, მიზეზი თურქეთის მხარის მოთხოვნაა, რომელიც ამტკიცებს, რომ ჩაბუქი “ტერორისტულ ორგანიზაცია” FETO-ს საქმიანობას უწყობდა ხელს. ამ ფაქტს ერთი დღით წინ უსწრებდა თურქეთის მთავრობის ვიზიტი საქართველოში, რომელზეც ოფიციალური ინფორმაციით, ეკონომიკური და კულტურის საკითხები იქნა განხილული.

საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს სტატუსის დადგენის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ია პოზოვმა განაცხადა, რომ მთელი ოჯახისთვის ლტოლვილის სტატუსის მინიჭების საკითხი 7 ივლისს გადაწყდება.

თურქეთში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქართველოზე შესაძლო გავლენაზე ნეტგაზეთის სტატია წაიკითხეთ აქ. ფეტულა გიულენისა და ერდოღანის დაპირისპირების შესახებ – აქ.

მასალების გადაბეჭდვის წესი