ახალი ამბები

პირველი აპრილიდან 67 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 125 ლარი იქნება

30 მარტი, 2013 • • 827
პირველი აპრილიდან  67 წლამდე ასაკის პენსიონერთა პენსია 125 ლარი იქნება

პირველი აპრილიდან პენსია 100 ლარიდან 125 ლარამდე გაეზრდება პირველი ჯგუფის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირებს,  ხოლო  2013 წლის 1 ივლისიდან სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახებისთვის (57 ათას ქულამდე მყოფი) არსებული ოჯახის პირველ წევრზე 30 ლარის ნაცვლად გაიცემა 60 ლარი. ოჯახის ყოველ მომდევნო წევრზე კი არსებული 24 ლარის ნაცვლად გაიცემა 48 ლარი. 

“2013 წლის 1 სექტემბრიდან კი ყველა პენსიონერისა და პირველი ჯგუფის შშმპ–ის პენსია 125 ლარიდან გაიზრდება 150 ლარმდე.  შშმ ბავშვთა და II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობების პირთა პენსია 70 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე;  მარჩენალდაკარგულების და პოლიტრეპრესირებულების პენსია 55 ლარიდან გაიზრდება 100 ლარამდე”– ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

მასალების გადაბეჭდვის წესი