ახალი ამბები

პრეზიდენტის არჩევითობაზე რეფერენდუმის დანიშვნის ინიციატივით ცესკოს მიმართეს

5 ივლისი, 2017 • 2082
პრეზიდენტის არჩევითობაზე რეფერენდუმის დანიშვნის ინიციატივით ცესკოს მიმართეს

ცესკოში დარეგისტრირდა სარეფერენდუმო შეკითხვა იმასთან დაკავშირებით, სურთ თუ არა მოქალაქეებს, რომ პრეზიდენტი საყოველთაო არჩევნებით აირჩიონ.

სარეფერენდუმო შეკითხვა ცესკოში 31 მაისს შევიდა, ხოლო 27 ივნისს ცესკომ შეკითხვა დაარეგისტრირა. რეფერენდუმის გამართვა სურს საინიციატივო ჯგუფს, რომლის წევრები არიან: ზურაბ თოლორაია, ვახტანგ ასპანიძე, კახაბერ ნიქაბაძე, დავით კუჭავა, თეიმურაზ ცისკარიშვილი, ბადრი ჯინჭარაძე და ბადრი კვირიკაშვილი.

ცესკოს განმარტებით, სამი თვის ვადაში ინიციატორებმა უნდა შეაგროვონ არანაკლებ 200 ათასი ხელმოწერა სპეციალური ნიმუშით შემქნილ ფურცელზე, რომელსაც ცესკო გასცემს. ხელმოწერების შეგროვების შემდეგ მოქალაქეები წარადგენენ მასალებს ცესკოში, ცესკო შეამოწმებს მასალების კანონთან შესაბამისობას.

კანონთან შესაბამისობაზე შემოწმების გავლის შემდეგ ცესკო ერთი თვის ვადაში სარეფერენდუმო შეკითხვის დანიშვნაზე მოთხოვნას გაუგზავნის პრეზიდენტს განსახილველად. პრეზიდენტი კი 30 დღის ვადაში იმსჯელებს, დანიშნოს თუ არა რეფერენდუმი.

მასალების გადაბეჭდვის წესი