ახალი ამბები

შსს: საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებმა უკანონოდ გადმოკვეთეს აზერბაიჯანიდან საზღვარი

5 ივლისი, 2017 • 1517
შსს: საქართველოს და უკრაინის მოქალაქეებმა უკანონოდ გადმოკვეთეს აზერბაიჯანიდან საზღვარი

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს  და უკრაინის  მოქალაქეები  საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, ისინი N3 სამმართველოს (წითელი ხიდი) N9 სასაზღვრო სექტორის (ვახტანგისი) დასაცავ მონაკვეთზე დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულებმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით აზერბაიჯანის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით უკანონოდ გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით).

მასალების გადაბეჭდვის წესი