ახალი ამბები

ანონსი – 5 ივლისი

5 ივლისი, 2017 • 1775
ანონსი – 5 ივლისი

14:30 საათზე, საქართველოს პროკურატურასთან (გორგასლის N24) დაგეგმილია მუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის ბრიფინგი მედიასთან, სადაც იგი სპეცალურ განცხადებას გააკეთებს. ხვალვე დაგეგმილია თუბა ჩაბუქისა და მისი ორი მცირეწლოვანი შვილისთვის სპეციალური დაცვის მოთხოვნით განაცხადის შეტანა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.


12:00საათზე, საქართველოს ვიცე პრემიერი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა, ათასწლეულისგამოწვევის ფონდის აღმასრულებელი დირექტორი მაგდა მაღრაძე და BP საქართველოს გენერალ-ური მენეჯერი კრის შლიტერისაქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტს (სტუ) ეწვევიან, სადაც საქართველოს ტექნიკური გადამზადების ცენტრის ფარგლებშიმოწყობილ თანამედროვე ლაბორატორიას დაათვალიერებენ და მასწავლებელთა გადამზადების პროცესს გაეცნობიან.

ადგილი: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (ადმინისტრაციული კორპუსი) მისამართი: კოსტავას 77


11:00 საათზე თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი ალექსანდრე ელისაშვილი ასათიანის ქუჩის მცხოვრებლებთან ერთად პრესკონფერენციას გამართავს

მის: თავისუფლების 2


 12:00 საათზე სახალხო დამცველი აფგან მუხთარლის საქმეზე პრესკონფერენციას გამართავს.

 მისამართი: ნ. რამიშვილის #6


12:00 საათზე, საქართველოს ბანკის სათაო ოფისში (გაგარინის 29ა, შემოსასვლელი სანაპიროს მხრიდან) გაიმართება პრესკონფერენცია. პრესკონფერენციას გამართავს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილე მიხეილ გომართელი და  სრულიად ახალ  საქართველოს ბანკის მომხმარებელთან ურთიერთობის პროგრამას წარადგენს.


17:00 საათზე, თბილისის მედიათეკების გაერთიანების ნაძალადევის ფილიალში (ვეტერანთა დასვენებისა და კულტურის პარკი) მოეწყობა ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ აზერბაიჯანელი მთარგმნელი ოქტაი კაზუმოვი (აზერბაიჯანულ ენაზე ნათარგმნი აქვს ქართველი კლასიკოსების არაერთი ნაწარმოები) და სომეხი პოეტი არმენ არუთინოვი. ასევე მოეწყობა ბერძენი ხელოვანის, მეგი დიდებულიძის ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების ორგანიზაციების წარმომადგენლები.


მასალების გადაბეჭდვის წესი