ახალი ამბები

სასამართლომ ადევნების გამო ქალის დასაცავად 6 თვით დამცავი ორდერი გამოსცა

4 ივლისი, 2017 • 2693
სასამართლომ ადევნების გამო ქალის დასაცავად 6 თვით დამცავი ორდერი გამოსცა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, დღეს, 4 ივლისს, თბილისის საქალაქო სასამართლომ ადევნების ფაქტზე ძალადობის მსხვერპლი ქალის დასაცავად 6 თვემდე ვადით დამცავი ორდერი გამოსცა.

“ქალი იყო მამაკაცის მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი. სხვა ქმედებებთან ერთად, მის მიმართ ადგილი ჰქონდა ადევნებას, რაც გულისხმობს დაზარალებულთან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებასა და უკანონო თვალთვალს, რომელიც იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას და აიძულებს მნიშვნელოვნად შეცვალოს ცხოვრების წესი”,- ნათქვამია საიას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

2017 წლის პირველ ივნისამდე არსებული რეგულაციით მსხვერპლს არ შეეეძლო, შემაკავებელი ან დამცავი ორდერის გამოყენებით დაეცვა თავი და არ არსებობდა სისხლის სამართლის ნორმა, რომელიც მის წინააღმადეგ ჩადენილი ქმედებას ადევნებად შეაფასებდა. სტამბოლის კონვენციიდან გამომდინარე, კანონმდებლობაში ამოქმედებულ ახალ ცვლილებებით, დამცავი ორდერი შეიძლება გამოცემული იქნეს ოჯახის მიღმა, ქალის მიმართ განხორციელებული ძალადობის საქმეზეც.

მასალების გადაბეჭდვის წესი