ახალი ამბები

გიორგი ვოლსკი: კონფლიქტების მოსაგვარებლად რაღაც შერბილებებია საჭირო

29 მარტი, 2013 • • 1063
გიორგი ვოლსკი: კონფლიქტების მოსაგვარებლად რაღაც შერბილებებია საჭირო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ვოლსკის თქმით, ანალოგიური შეხვედრები მთელი ქვეყნის მასშტაბით გაიმართება:

 

„კონფლიქტების მოგვარება საზოგადოების დაკვეთას წარმოადგენს. ხოლო ამ დაკვეთის შესრულებას პირადი კონტაქტებითა თუ არასამთავრობო ორგანიზაციების რესურსით შევეცდებით. ჩვენ მსგავსი ტიპის შეხვედრები გვქონდა ოზურგეთსა და ბათუმში, სადაც ვისაუბრეთ წარსულ გამოცდილებაზე, თუ ამას გამოცდილება ჰქვია, დაშვებულ შეცდომებსა და სამომავლო პერსპექტივებზე. ძალიან ბევრს მიაჩნია, რომ რაღაც შერბილებებია საჭირო. ფაქტობრივად მოთხოვნაა ისეთი, რომ როგორმე ჩვენ შევძლოთ სხვადასხვა მეთოდებით კონტაქტები და პირდაპირი ურთიერთობები განვავითაროთ როგორც ოსებთან, ასევე აფხაზებთან.“ 

შეხვედრის მონაწილეთა განცხადებით, წინა ხელისუფლებას კონფლიქტში მონაწილე მხარეების მიმართ კონფრონტაციული ტონი ჰქონდა:

„ამ ეტაპზე კონფლიქტების მოგვარების პროცესი წინ არ მიდის, თუმცა ახალი ხელისუფლება იძლევა საკმაო მესიჯებს, რომ ვითარება უნდა შეიცვალოს. დღეს ამის ერთბაშად გაკეთება შეუძლებელია. ხელისუფლებასთან ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებმა უნდა იმუშაონ აფხაზურ და ოსურ საზოგადოებასთნ, რომ ამ ადამიანებს ქართველების მტრის ხატი დაუმსხვრიონ,“ – ამბობს ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ თავმჯდომარე ალუ გამახარია. 

 

ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში აღნიშნული შეხვედრა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ქუთაისის ფილიალის, ფონდ „სოხუმისა“ და ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ ორგანიზებით შედგა.

მასალების გადაბეჭდვის წესი