ახალი ამბები

საიას მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართება

29 მარტი, 2013 • 1202
საიას მხარდასაჭერად ბათუმში აქცია გაიმართება

საიას აჭარის ფილიალის თავმჯდომარის გია ქარცივაძის თქმით, გრიბოედოვის ქუჩაზე არსებულ ლომბარდს, რომლის ვიდეოთვალმაც დააფიქსირა გუშინ მომხდარი ინციდენის ფაქტი, საიას ორი ჯგუფი მთელი ღამე დარაჯობდა:

„ორი ჯგუფი, სულ 8 ადამიანი ვმორიგეობდით. დღეს დილით მოვიდა ობიექტის მეპატრონე, მაგრამ როგორც კი აღმოაჩინა, რომ საიას თანამშრომლები იქ ვიყავით, არ გახსნა ობიექტი და ისევ წავიდა“, – ამბობს გია ქარცივაძე.

საიამ გუშინ არაერთხელ მოუწოდა როგორც გენერალურ ინსპექციას, ისე პროკურატურას, გრიბოედოვის ქუჩაზე არსებული ლომბარდიდან ამოეღოთ ვიდეოთვალის მიერ გადაღებული მასალა, რომლითაც დადასტურდებოდა, რომ აჭარის პოლიციის უფროსმა ვალერიან თელიამ სცემა საიას თანამშრომელი, ხოლო შემდეგ პოლიციელები მივიდნენ ლომბარდში და წაშალეს კადრები.

საიას ინფორმაციით, ვიდეომასალაში გადარაჩენილია ის ნაწილი, რომლითაც დანაშაულის ჩამდენების ვინაობის დადგენა შესაძლებელია.

საიას მხარდასაჭერად გრიბოედოვის ქუჩაზე მისვლას გეგმავენ სოცილაურად დაუცველი მოქალაქეები, რომლებიც ორი დღეა აჭარის მთავრობის სახლთან აქციებს მართავენ.

აქცია მონაწილეების მსვლელობა
აქცია მონაწილეების მსვლელობა

მასალების გადაბეჭდვის წესი