ახალი ამბები

“ნაცმოძრაობა” თბილისის საკრებულოზე ზეწოლაზე საუბრობს

29 მარტი, 2013 • • 1205
“ნაცმოძრაობა” თბილისის საკრებულოზე ზეწოლაზე საუბრობს

კუბლაშვილის თქმით, ყოველი თვის ბოლო პარასკევს თბილისის საკრებულო მართავს ტრადიციულ სხდომას, სადაც მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება, თუმცა საგამოძიებო უწყებები უკვე მეოთხე თვეა ყოველი თვის ბოლო პარასკევს საკრებულოს წევრ “ნაციონალ” დეპუტატებს დაკითხვაზე იბარებენ, რათა საკრებულომ ვერ შეძლოს ეფექტურად მუშაობა.

 

პავლე კუბლაშვილმა ფაქტზე რეაგირებისკენ და ყურადღების გამახვილებისკენ მოუწოდა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, დიპლომატიურ კორპუსს.

 

მისი ცნობით, სხვადასხვა უწყებებში ზუსტად 12 საათზე 7 დეპუტატი დაიბარეს დაკითხვაზე: ხვიჩა სანაია, დავით წერეთელი, ვახტანგ ცაგარეიშვილი, შოთა ქურდაძე, დემურ გრიგალაშვილი, ბესო ბენდელიანი, მამუკა გუგეშაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი