ახალი ამბები

პოლიციის ცნობით, ემანუელ მაკრონზე ტერორისტულ თავდასხმას ამზადებდნენ

4 ივლისი, 2017 • 1953
პოლიციის ცნობით, ემანუელ მაკრონზე ტერორისტულ თავდასხმას ამზადებდნენ

CNN-ის ცნობით, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონზე თავდასხმაში ბრალდებული დააკავეს, რომელიც პოლიციის ცნობით, 5 ივლისს გეგმავდა პრეზიდენტზე თავდასხმას.

პროკურატურის ცნობით, 23 წლის ბრალდებული აპირებდა, რომ მაკრონზე თავდასხმა მოეწყო ბასტილიის დაცემის დღეს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ვიზიტის დროს.

CNN საფრანგეთის პოლიციაზე დაყრდნობით იუწყება, რომ ბრალდებული 1 ივლისს პარიზის გარეუბანში დააკავეს ინდივიდუალური ტერორისტული აქტის ბრალდებით. პოლიციის ცნობით, იგი საკუთარ თავს ულტრამემარჯვენედ მიიჩნევს და აცხადებს, რომ მაკრონზე თავდასხმით პოლიტიკური განაცხადის გაკეთება სურდა.

მისი განცხადებით, სურს თავს დაესხას “არაბებს, აფროამერიკელებს და ჰომოსექსუალებს”, – იუწყება CNN პოლიციაზე დაყრდნობით.

უსაფრთხოების სამსახური ვიდეოთამაშის საიტის მომხმარებლებმა გააფრთხილეს, სადაც ბრალდებულმა სავარაუდოდ დაწერა, რომ კალაშნიკოვის იარაღის შეძენა სურდა თავდასხმის მოსაწყობად. პოლიცია აცხადებს, რომ უცნობია, ბრალდებული ტერორისტული გაერთიანების მონაწილეა, თუ მარტო მოქმედებდა.

ფრანგული მედიის ცნობით, ბრალდებულის ბინის ჩხრეკის შედეგად იარაღი არ ამოუღიათ, თუმცა იპოვეს სამი დანა, ასევე ამოღებულია კომპიუტერი. მედიის ცნობით, იგი უმუშევარია. 2016 წელს გასამართლებული იყო რასობრივი სიძულვილის გაღვივებისთვის და მისჯილი ჰქონდა 3 წლით პატიმრობა. 2014 წელს კი გასამართლებული იყო ასაფეთქებელი მოწყობილობის ფლობისთვის.

მასალების გადაბეჭდვის წესი