ახალი ამბები

უწყებათაშორისი კომისია შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სკოლის დირექტორებს ხვდება

29 მარტი, 2013 • 1061
უწყებათაშორისი კომისია შუალედურ არჩევნებთან დაკავშირებით სკოლის დირექტორებს ხვდება

“თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას ნაციონალურმა მოძრაობამ მიაწოდა ინფორმაცია იმ სირთულეების შესახებ, რომელიც მათ ნაძალადევის რაიონში შუალედურ არჩევნებზე საუბნო კომისიების დაკომპლექტების თვალსაზრისით ექმნებოდათ.

 

პარტიის ინფორმაციით, 27 პედაგოგს, რომელიც წინა არჩევნების დროს მათი სახელით საუბნო კომისიების მუშაობაში მონაწილეობდა, სკოლის დირექტორებმა სამსახურის შენარჩუნების მიზნით ოპოზიციურ პარტიასთან თანამშრომლობისგან თავის შეკავება ურჩიეს.

 

ნაციონალური მოძრაობის მტკიცებით, აღნიშნული კომუნიკაციის შემდეგ 27 -ვე პედაგოგმა საუბნო კომისიებში მათ პარტიასთან თანამშრომლობისგან თავი შეიკავა.

 

აღნიშნული საკითხის შესწავლის მიზნით კომისიამ განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართა.

 

სამინისტროს ნაძალადევის რაიონის სკოლის დირექტორებს დაუკავშირდა, რომლებმაც მსგავსი ფაქტები უარყვეს.

 

ამის მიუხედავად, უწყებათაშორისი კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს, კომისიისა და სამინისტროს დაწესებულებების თანამშრომლებს შეხვდნენ და განუმარტონ მკაფიოდ, რომ “დაუშვებელია დაქვემდებარებულ პირთა მიმართ სამსახურიდან დათხოვნის მუქარა მათი პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივ თუ სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობის, საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში მონაწილეობის ან სხვა ისეთი ლეგიტიმური აქტივობის გამო, რაც მათი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებას არ უკავშირდება.

 

მეორე მხრივ, სკოლის პედაგოგებს, რომ :

ნებისმიერ მათგანს უფლება აქვს თავად მიიღოს გადაწყვეტილება, ჩაერთოს თუ არა სამსახურებრივი საქმიანობის მიღმა საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობაში, საზოგადოებრივ თუ პარტიულ აქტივობებში.

 

ამასთანავე, კომისია რეკომენდაციას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აძლევს: 

 

შუალედური არჩევნების შემდეგ ყურადღებით შეისწავლოს იმ პედაგოგების მდგომარეობა, ვინც რომელიმე პარტიის სახელით საუბნო კომისიების ან სხვა პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობდა. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი