ახალი ამბები

დენის ტარიფი ორი წლის შემდეგ გადაიხედება

29 მარტი, 2013 • 1069
დენის ტარიფი ორი წლის შემდეგ გადაიხედება

“ჩვენ მივაღწიეთ, რომ გაფორმდეს ახალი ხელშეკრულება, ოთხი წლით “თელასთან” და ორი წლის ვადით “ენერგო პროსთან”, – განაცხადა კალაძემ.

 

ამას გარდა, იმ აბონენტებისთვის, რომლებიც თვეში 100 კვტსთ-მდე ელექტროენერგიას მოიხმარენ, ტარიფი კიდევ ნახევარი თეთრით დაიკლებს.

 

 

“ორი წლის მერე ისევ შესაძლებელია მოხდეს ტარიფების გადახედვა და იგივეს გავაკეთებთ”, – განაცხადა ენერგეტიკის მინისტრმა.

 

საქართველოს ახალი მთავრობა წინასაარჩევნო პერიოდში აცხადებდა, რომ გაანახევრებდა დენის ტარიფს, თუმცა ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მთავრობამ მოახერხა დენის ტარიფის 3-3 თეთრით შემცირება ენერგოსადისტრიბუციო კომპანიებთან გაფორმებული მემორნადუმის საფუძველზე, რომელიც გასაიდუმლოებულია, შესაბამისად, უცნობია, თუ რის ხარჯზე გახდა შესაძლებელი დენის ტარიფების გაიაფება.

 

რამდენიმე კვირის წინ “ენერგო პრო ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ დენის ტარიფის შემცირება საოპერაციო და კაპიტალური ხარჯების შემცირების შედეგად მოახერხეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი