ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ბერშუეთთან საზღვრის გადმოწევის გამო აღშფოთებულია

4 ივლისი, 2017 • 2956
საქართველოს პრეზიდენტი სოფელ ბერშუეთთან საზღვრის გადმოწევის გამო აღშფოთებულია

“საქართველოს პრეზიდენტი აღშფოთებას გამოთქვამს გორი რაიონის სოფელ ბერშუეთთან საოკუპაციო ხაზის გადმოწევის გამო და იმედს გამოთქვამს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა მყისიერად გამოეხმაურება შექმნილ ვითარებას”.

აღნიშნული განცხადება დღეს, 4 ივლისს, პრეზიდენტის საგარეო ურთიერთობათა მდივანმა თენგიზ ფხალაძემ გააკეთა.

“ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის ნებისმიერი ფაქტი მტკიცედ დაიგმოს. საქართველო გამოიყენებს ყველა იმ დიპლომატიურ საშუალებებს, რომლებიც მის ხელთ არსებობს, იმისთვის, რომ შეაჩეროს მცოცავი ოკუპაცია.

საქართველოს პრეზიდენტის დავალებით, აღნიშნული ინფორმაცია დაუყოვნებლივ მიეწოდება ჩვენს პარტნიორებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, ჩვენს მეგობარ სახელმწიფოებს და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის არც ერთი ფაქტი  ჩვენი რეაგირების გარეშე არ დარჩება”, – აღნიშნა თენგიზ ფხალაძემ.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, “გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით არსებულ საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ დამონტაჟებული ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერის გამო რამდენიმე ადგილობრივი მაცხოვრებლის სასოფლო-სამეურნეო სავარგული ნაწილობრივ ოკუპაციის ხაზს მიღმა მოექცა”.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი