ახალი ამბები

მოსკოვში “ხრუშოვკებს” დაანგრევენ [ფოტო]

4 ივლისი, 2017 • 4333
მოსკოვში “ხრუშოვკებს” დაანგრევენ [ფოტო]

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ხელი მოაწერა კანონს, რომელიც მოსკოვში საბჭოთა დროს აშენებულ ათასობით საცხოვრებელ კორპუსის დანგრევას ითვალისწინებს.

მოსკოვში ანგრევენ "ხრუშოვკას", 20 ივნისი, 2017 © EPA/SERGEI ILNITSKY

მოსკოვში ანგრევენ “ხრუშოვკას”, 20 ივნისი, 2017 © EPA/SERGEI ILNITSKY

მოსკოვის მერია აცხადებს, რომ ეს შენობები დანგრეული და ვადაგასულია, თუმცა რადიო თავისუფალი ევროპის ცნობით,  ამ გადაწყვეტილებას  შენობებში მცხოვრები ათასობით ადამიანი და აქტივისტები აპროტესტებენ. ისინი ფიქრობენ, რომ შენობების მდგომარეობაზე საუბრი მხოლოდ საბაბია ამ ტერიტორიებზე ახალი, მომგებიანი შენობების ასაშენებლად. ისინი ასევე აცხადებენ, რომ ქალაქის მწვანე წერტილები მცირდება.

პოლიცია აკავებს ქალს, რომელიც აპროტესტებს მთავრობის გგეგმებს საბჭოთა კორპუსების დანგრევის თაობაზე © EPA/YURI KOCHETKOV

პოლიცია აკავებს ქალს, რომელიც აპროტესტებს მთავრობის გგეგმებს საბჭოთა კორპუსების დანგრევის თაობაზე © EPA/YURI KOCHETKOV

ქალი აპროტესტებს მთავრობის გგეგმებს საბჭოთა კორპუსების დანგრევის თაობაზე © EPA/YURI KOCHETKOV

ქალი აპროტესტებს მთავრობის გგეგმებს საბჭოთა კორპუსების დანგრევის თაობაზე © EPA/YURI KOCHETKOV

სერგეი მიტროხინი, იაბლოკოს ლიდერი აქციაზე © EPA/YURI KOCHETKOV

სერგეი მიტროხინი, იაბლოკოს ლიდერი აქციაზე © EPA/YURI KOCHETKOV

ზემოხსენებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, დაინგრევა 1950-იან და 1960-იან წლებში აშენებული შენობები, რომელთა უმრავლესობა ე.წ. ხროშვოკვის ტიპის კორპუსია. კანონის მიხედვით მათ ადგილას ახალი შენობები უნდა აშენდეს.

თავდაპირველად მოსკოვის მერია ქალაქში 8000 კორპუსის დანგრევას ითხოვდა, თუმცა ივნისში გამართული საპროტესტო აქციების შემდეგ ეს რიცხვი 4500-მდე შემცირდა.

ქალაქის მერია აცხადებს, რომ ის ადამაინები, ვინც ამ კორპუსებში ცხოვრობენ, ექკვივალენტური ზომის ბინებს მიიღებენ, თუმცა, დემონსტრანტების თქმით, ეს არ იქნება შესაბამისი ღირებულების ქონება.

რადიო თავისუფალი ევროპის ინფორმაციით, მოსკოვის მერიამ განაცხადა, რომ საჭოთა შენობები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაინგრევა, თუ ამ გადაწყვეტილებას მხარს კორპუსის მცხოვრებთა 2/3 დაუჭერს, თუმცა აქტივისტები უკვე საუბორბენ ფალსიფიკაციის საფრთხეზე. მათი თქმით, ვინც გამოკითხვაში მონაწილეობას არ მიიღებს, მისი ხმა დანგრევის მომხრეების სასარგებლოდ წავა.

"ხრუშოვკა" მოსკოვში © EPA/SERGEI ILNITSKY

“ხრუშოვკა” მოსკოვში © EPA/SERGEI ILNITSKY

ხრუშოვკა მოსკოვში © EPA/SERGEI ILNITSKY

ხრუშოვკა მოსკოვში © EPA/SERGEI ILNITSKY

მოსკოვში ანგრევენ "ხრუშოვკას", 20 ივნისი, 2017 © EPA/SERGEI ILNITSKY

მოსკოვში ანგრევენ “ხრუშოვკას”, 20 ივნისი, 2017 © EPA/SERGEI ILNITSKY

მოსკოვში ანგრევენ "ხრუშოვკას", 20 ივნისი, 2017 © EPA/SERGEI ILNITSKY

მოსკოვში ანგრევენ “ხრუშოვკას”, 20 ივნისი, 2017 © EPA/SERGEI ILNITSKY

მოსკოვში ანგრევენ "ხრუშოვკას", 20 ივნისი, 2017 © EPA/SERGEI ILNITSKY

მოსკოვში ანგრევენ “ხრუშოვკას”, 20 ივნისი, 2017 © EPA/SERGEI ILNITSKY

 

მასალების გადაბეჭდვის წესი