ახალი ამბები

ანონსი: 4 ივლისი

4 ივლისი, 2017 • 1898
ანონსი: 4 ივლისი

 

10:00 სპორტულ-გამაჯანსაღებელ კომპლექს Sport time -ში, ცურვაში „გიომირის თასი 2017“ შეჯიბრი გაიმართება.  საპრიზო ადგილზე გასულ მოცურავეებს სიგელები, მედლები და სხვადახხვა პრიზები გადაეცამათ.

მისამართი: ორთაჭალა, გორგასლის 75


 

10:00 იმფაქთ ჰაბ თბილისში, პროგრამა Social Impact Award-ის ფინალისტი გუნდები იურიდიულ კონსულტაციას გაივლიან თავისუფალი უნივერსტეტის სამართლის სკოლის სტუდენტებთან, რომლებიც სტაჟირებას უნივერსიტეტის „ბიზნესის სამართლის კლინიკაში“ გადიან.


 

11:00 ”ევროპული საქართველოს” წევრი ზვიად ხორგუაშვილი ბრიფინგს გამართავს. თემა :ივნისის საქსტატის მონაცემები

მის: გულუას N1


 

11:00 საია გამართავს კონფერენციას „2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე მიღებული გამოცდილება და სამომავლო ნაბიჯები 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის“. კონფერენციას გახსნის საიას თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი და ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანია.

მის: კოსტავას ქ.#14, სასტუმრო რუმსი


 

11:30 საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ სტუდიაში  მედიის წარმომადგენლებისთვის მაუწყებლის ტექნიკური გადაიარაღების გეგმის პრეზენტაცია გაიმართება.


 

12:00 საგურამოში, კომპანია“ზედაზენის“ ოფისში გაიმართება საქართველოს ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრების მიღება. ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებულ ჭაბუკ ძიუდოისტებს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ტარიელ ხეჩიკაშვილი, ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი და “ზედაზენის“ ხელმძღვანელობა შეხვდება.


 

13:00  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში გაიმართება ბრიფინგი თემაზე რეკომენდაციები მაღალი ტემპერატურის დროს


 

13:00 თბილისის ოპერის თეატრის სარკეებიან დარბაზში გაიმართება პრესკონფერენცია ლადო ათანელის ვარსკვლავის გახსნასთან დაკავშირებით.

პრესკონფერენციას დაესწრებიან ოპერის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი ბადრი მაისურაძე, მაესტრო ზაზა აზმაიფარაშვილი, იანო ალიბეგაშვილი და ლადო ათანელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი