ახალი ამბები

გირჩი: თუ 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერას შევაგროვებთ, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ

3 ივლისი, 2017 • 2690
გირჩი: თუ 25 000 მხარდამჭერის ხელმოწერას შევაგროვებთ, არჩევნებში მონაწილეობას მივიღებთ

გირჩი ადგილობრივი თვითმმართელობის არჩევნებში მხოლოდ დამოუკიდებლად მიიღებს მონაწილეობას იმ შემთხვევაში, თუ 25 ათასი ამომრჩევლის ხელმოწერა ექნება.

დღეს, 3 ივლისს გირჩის თავმჯდომარე ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ მათთვის მთავარი არ არის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. თუ ვერ შეაგროვებს 25 ათას ხელმოწერას, მაშინ არ მიიღებს არჩევენებში მონაწილეობას.

“გირჩი არ აპირებს მხარი დაუჭიროს არც ერთ არსებულ კანდიდატს. ჩვენ არ გვჯერა, რომ რომელიმე მათგანი აპირებს ბრძოლას იმისთვის, რისთვისაც ჩვენ ვიბრძვით. ეს არის ბრძოლა თავისუფლებისთვის. გირჩი არ აპირებს გაერთანებას ბლოკში არც ერთ პარტიასთან. რაც შეეხება არჩევნებში მონაწილეობას და თბილისის მერობის კანდაიდტად დასახელებას, გირჩი აპირებს დაიწყოს 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერების შეგროვება. განსხვავებით სხვა პარტიებისგან, ჩვენ არ ვაპირებთ ამ ხელმოწრების გაყალბებას, ჩვენ ვაპირებთ რეალურად შევაგროვოთ 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერა.თუ ჩვენ შევაგროვებთ 25 ათასი მხარდამჭერის ხელმოწერას, ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, არჩევნებში მონაწიწლეობა არის მეტი რესურსი იმისთვის, რომ ხმა მიაწვდინოს საზოგადოებას. მან ასევე განაცხადა, რომ ძალიან სურს, თბილისის მერობის კანდიდატებთან დებატებში მიიღოს მონაწილეობა.

ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ისინი ხელმოწერებს სპეცალურ პლატფორმაზე შეაგროვებენ, რომლის მოძიება “გირჩის” ვებგვერდზეა ხელმისაწვდომი. ჯაფარიძე ამბობს,რომ არჩევნებში მონაწილეობის შემთხვევაში კანდიდატებად დაასახელებს ნებისმიერ პირს, ვისაც “გირჩის” სახელით ენდომება რომელიმე დასახლებაში არჩევნებში მონაწილეობა. კანდიდატობის კანდიდატებს 15 ივლისიდან შეეძლებათ ვებგვერდზე დარეგისტრირება.

მასალების გადაბეჭდვის წესი