ახალი ამბები

გვრიტიშვილისთვის სასამართლოს თავმჯდომარეთა დანიშვნის არსებული წესი მისაღებია

3 ივლისი, 2017 • 2296
გვრიტიშვილისთვის სასამართლოს თავმჯდომარეთა დანიშვნის არსებული წესი მისაღებია

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, დიმიტრი გვრიტიშვილი ამბობს, რომ მისთის მიუღებელია სასამართლოების თავმჯდომარეების დანიშვნის მიმართ გამოთქმული კრიტიკა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 3 ივლისის სხდომაზე ნაზი ჯანეზაშვლმა განაცხადა, რომ იგი მხარს დაუჭერდა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარედ ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურას იმ შემთხვევაში, თუ საუბარი იქნებოდა მხოლოდ რამდენიმე თვით დანიშვნაზე და არა 5 წლით დანიშვნაზე, რადგანაც პროცედურები, თუ როგორ უნდა დაინიშნოს სასამართლოების თავმჯდომარეები, გაუმართავია და დახვეწას საჭიროებს. მის ინიციატივას საბჭოს უმრავლესობის წინააღმდეგობა შეხვდა.

“საბჭოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს, რომ დანიშნოს თავმჯდომარე. კანონში არ არის გაწერილი პროცედურაც კი. საბჭოს წინა შემადგენლობამ დაამკვიდრა ტრადიცია და ჩვენც ვაგრძელებთ, რომ კანდიდატთან, რომელიც არის წარმომადგენელი თავმჯდომარის თანამდებობაზე, ტარდება გასაუბრება. თუ თვითონ კანდიდატი გამოთქვამს სურვილს, მასმედიის თანდასწრებითაც… ყველა თვალყურს ადევნებს, თუ რა შეკითხვები ისმება, რა პასუხს სცემს კანდიდატი და ამით ყველას აქვს შესაძლებლობა შეაფასოს, არის თუ არა ეს კანდიდიდატი შესაბამისი დასაკავებელი თანამდებობისათვის. ამიტომ ეს პრეტენზია, რომ ხარვეზიანია, ჩემი აზრით, არის დაუსაბუთებელი და დღევანდელ პირობებში არის მიუღებელი იმიტომ, რომ იმ წესით, რომლითაც დღეს ვიხელმძღვანელეთ, წარსულში არიან დანიშნული თავმჯდომარეები და რაიმე სეირიოზული, ასე ვთქვათ, პრეტენზიები მათ მიერ უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით არ გამოთქმულა,”- განაცხადა გვრიტიშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მასალების გადაბეჭდვის წესი