ახალი ამბები

ბასილაშვილმა უიმბლდონი გამარჯვებით დაიწყო

3 ივლისი, 2017 • 2115
ბასილაშვილმა უიმბლდონი გამარჯვებით დაიწყო

ნიკოლოზ ბასილაშვილმა უიმბლდონის პირველ ტურში არგენტინელი კარლოს ბერლოკი 3 სეტში დაამარცხა.

ბასილაშვილმა მეტოქეს 6-4, 7-6, 6-1 სძლია და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ბასილაშვილი უიმბლდონზე 54-ე ნომრადაა განთესილი, მისი არგენტინელი მეტოქე – მე-80 იყო.

მეორე ეტაპზე ბასილაშვილი ამერიკელ ქვერის შეხვდება, რომელიც ტურნირზე 24-ე ნომრადაა განთესილი. მან პირველ ტურში იტალიელი ფაბიანო ასევე სამ სეტში დაამარცხა.

ბასილაშვილის კარიერაში უიმბლდონზე საუკეთესო შედეგი 2015 წელს აქვს დაფიქსირებული, როდესაც მესამე ეტაპამდე მივიდა. მისი 30 წლის ამერიკელი მეტოქის საუკეთესო შედეგი მე-4 რაუნდია 2010 წელს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი