ახალი ამბები

შსს ორი “კანონიერი ქურდის” დაკავების შესახებ იუწყება

3 ივლისი, 2017 • 1970
შსს ორი “კანონიერი ქურდის” დაკავების შესახებ იუწყება

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პოლიციამ ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ე.წ. კანონიერი ქურდობის ბრალდებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ორი პირი დააკავა.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ ბ.ფ. 1999 წლიდან ე.წ. ქურდულ სამყაროში აღიარებულია „კანონიერ ქურდად“. დაკავებული 2004 წლიდან რუსეთის ფედერაციაში ცხოვრობდა და აქტიურად მონაწილეობდა ე.წ. ქურდულ გარჩევებში” – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მეორე დაკავებული კი უწყების განცხადებით, ე.წ. ქურდულ სამყაროში “კანონიერ ქურდად” 2014 წლიდანაა აღიარებული და ის საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფებოდა, სადაც  აქტიურად  მონაწილეობდა ე.წ. ქურდულ გარჩევებში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლი კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობას და “კანონიერ ქურდობას” გულისხმობს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი