ახალი ამბები

Facebook-ის ახალი ალგორითმი სპამერების წინააღმდეგ

3 ივლისი, 2017 • 2270
Facebook-ის ახალი ალგორითმი სპამერების წინააღმდეგ

სოციალური ქსელი “Facebook” განახლების შესახებ განცხადებას ავრცელებს. ახალი ალგორითმის მიხედვით, საეჭვო შინაარსის ბმულები, რომლებიც სენსაციურ და არასწორ ინფორმაციას შეიცავს, მომხმარებლების News Feed-ში ნაკლებად გამოჩნდება

“დღეს ჩვენ ვანახლებთ ფეისბუქს, რათა საეჭვო ლინკების გამოჩენა News Feed-ში შევამციროთ, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ გავაუმჯობესოთ News Feed-ის მუშაობა ჩვენი მომხმარებლებისთვის და ისეთი ბმულები გამოვაჩინოთ, რომლებსაც ინფორმაციულად ან გასართობად მივიჩნევთ.

კვლევა აჩვენებს, რომ ფეისბუქზე მომხმარებლების მცირე ჯგუფია, რომელიც რუტინულად აზიარებბს დიდი რაოდენობის საჯარო პოსტებს და ამგვარად სპამავს მომხმარებლების News Feed-ს. ჩვენი კლევა ასეე აჩვენებს, რომ ბმულები, რომლებსაც ისინი აზიარებენ, საეჭვო სანდოობის შინაარსისაა, ეფუძნება სენსაციურობას, არასწორ ინფორმაციას აწვდის მომხმარებელს და იმისთვისაა, რომ რაც შეიძლება მეტმა მომხმარებელმა დააკლიკოს ბმულს. გვინდა, რომ სპამერების გავლენა შევამციროთ და მათ მიერ გაზიარებულ ბმულებს პრიორიტეტი არ ჰქონეთ. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ ერთი შესაძლებელობა, რომელიც ასეთი პოსტების პრიორიტეტის რანჟირებაზე გავლენას მოახდენს. ეს განახლება მხოლოდ ბმულებს მიემართება და არა დომეინს, გვერდს, ვიდეოს, ფოტოს და სტატუსებს.

ერთ-ერთი საკვანძო საკითხია, რომ News Feed ინფორმაციული იყოს. იმ ნაბიჯების გადადგმით, რომელიც News Feed-ის გაუმჯობესაბას ემსახურება, ისეთი ბმულების გავრცელებას, რომელიც არასწორ ინფორმაციას და სენსაციას გულისხმობს, შევამცირებთ”,- ნათქვამია განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი