ახალი ამბები

ხოშტარია: არ შეიძლება, ამდენი ხანძარი მოხდეს და არ იყოს გამოძიების პასუხი

3 ივლისი, 2017 • 1737
ხოშტარია: არ შეიძლება, ამდენი ხანძარი მოხდეს და არ იყოს გამოძიების პასუხი

“ევროპული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი, თბილისის მერობის კანდიდატი ელენე ხოშტარია მივიდა ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, სადაც გუშინ ხანძარი იყო.

“ახლა არ არის პოლიტიკური განცხადებების დრო. ყველას ყურადღება უნდა იყოს მიმართული, რომ ამ ადამიანების ზარალი ანაზღაურდეს. მე შევხვდი დაზარალებულებს და საუბარია დაახლოებით 30 მაღაზიაზე, 25 მფლობელზე”, – განაცხადა ხოშტარიამ.

მისი თქმით, ტერიტორიის აღდგენა შესაძლებელია და მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად მოხდეს ზარალის შეფასება.

“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს უკვე მეათე ხანძარია და გამოძიებას პასუხი არ გაუცია მიზეზების შესახებ. არ შეიძლება, რომ ამდენი ხანძარი მოხდეს და პასუხი არ იყოს გაცემული,” – განაცხადა ხოშტარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი