ახალი ამბები

ნარმანია: მიზეზების დადგენამდე ვერ ვიტყვით, ხანძარზე ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი თუ არა

3 ივლისი, 2017 • 1934
ნარმანია: მიზეზების დადგენამდე ვერ ვიტყვით, ხანძარზე ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი თუ არა
ე.წ. ელიავას ბაზრობაზე გაჩენილ ხანძარზე თბილისის მერი დავით ნარმანია “TV პირველს” ესაუბრა. როგორც ნარმანია ამბობს, “ბავშვთა სამყაროს” მსგავსად, ამ შემთხვევაშიც მოვაჭრეების დიდ ნაწილს ბიზნესი დაზღვეული არ ჰქონია. თუმცა, უნდა აგოს თუ არა მომხდარზე პასუხი ბაზრობის ადმინისტრაციამ, ნარმანიას განცხადებით, ამის თქმა ხანძრის გამომწვევი მიზეზების დადგენის შემდეგ იქნება შესაძლებელი.
მერის თქმით, ამ კუთხით “ბავშვთა სამყაროს” შემთხვევასთან პარალელის გავლება არ შეიძლება, რადგან იქ ერთი შენობა-ნაგებობა იყო, რომლის უსაფრთხოებაზეც ადმინისტრაციას უნდა ეზრუნა:
“რასაკვირველია, იდეალური სიტუაციაა, როცა ბიზნესი დაზღვეულია, თუმცა, როგორც ირკვევა, ამ შემთხვევაშიც არ არის დაზღვეული ეს ბიზნესი და მისი ძირითადი ნაწილი. ცალსახად თქმა ახლა იმისა, რომ აუცილებლად ადმინისტრაციამ უნდა აგოს პასუხი თუ არა, იმის შემდეგ უნდა ითქვას, რაც გამოძიების შედეგები დაიდება. პირველ რიგში უნდა დადგინდეს ხანძრის გამომწვევი მიზეზები“
ბავშვთა სამყარო სხვა შემთხვევაა. ბავშვთა სამყაროს შემთხვევაში ერთი შენობა- ნაგებობა იყო, სადაც ამ შენობა-ნაგებობის გამართულობაზე, მის ხანძარუსაფრთხოების საკითხებზე, რა თქმა უნდა, ადმინისტრაციას უნდა გაეცა პასუხი” – უთხრა ნარმანიამ “TV პირველს”.
ე.წ. ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ავტონაწილების ბაზრობას 2 ივლისს, საღამოს გაუჩნდა. ცეცხლი 2500-მდე კვ.მ-ს მოედო. გმაოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი