ახალი ამბები

ანონსი – 3 ივლისი

3 ივლისი, 2017 • 1907
ანონსი – 3 ივლისი

09:00 –  შეფასებისა და გამოცდების ცენტრის დირექტორი მაია მიმინოშვილი ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის VI კორპუსი


11:00 – „პრაიმ ტაიმის“ პრეს კლუბში ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის თავმჯდომარე დავით მესხიშვილი გამართავს პრესკლუბს.

თემა: საგანგებო მიმართვა მთავრობას, 20 წელზე უფრო ასაკოვანი 150 000 აირბალონიანი ავტომობილის ტექდათვალიერების და დაჯარიმების შესახებ.


11:30 – დევნილთა სამინისტროში შესვლამდე, ბატონი სოსო ბარათაშვილი გამართავს ბრიფინგს მუსტაფა ემრე ჩაბუქის თემაზე. (მის. თამარაშვილის15ა) ხვალვე დაგეგმილია დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა დევნილთა სამინისტროში ბატონი მუსტაფას ლტოლვილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.


13:15 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში “ევროპული საქართველოს” წევრის გივი თარგამაძის ავტომობილის აფეთქების საქმესთან დაკავშირებით სასამართლო პროცესი დაინიშნა.


15:00 – სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი პროექტის – „ახალგაზრდები გენდერული თანასწორობისთვის“ მონაწილეებს შეხვდება და პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩატარებულ შეხვედრებს შაეჯამებს. ილიაუნის წიგნის სახლი “ლიგამუსი” ჭავჭავაძის 32.

მასალების გადაბეჭდვის წესი