ახალი ამბებისაზოგადოება

როგორ მოვიქცეთ სიცხეში – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

2 ივლისი, 2017 • 7017
როგორ მოვიქცეთ სიცხეში – ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამინისტრო რეკომენდაციებს ავრცელებს, სადაც აღწერილია, თუ როგორ უნდა მოიქცეთ მაღალი ტემპერატურის პირობებში. “ნეტგაზეთი” სამინისტროს რეკომენდაციებს უცვლელად გთავაზობთ:

[yellow_box]შეინარჩუნეთ სიგრილე სახლში[/yellow_box]

[checklist]

  • შეინარჩუნეთ სიგრილე სახლში
  •  შეეცადეთ საცხოვრებელ გარემოში შეინარჩუნოთ სიგრილე. სახლში ტემპერატურა შეამოწმეთ დილის  08:00 საათიდან 10:00 მდე, 13:00-ზე და ღამით 22:00 საათის შემდეგ. დღისით ოთახის იდეალური ტემპერატურა არ უნდა აღემატებოდეს 32C, ხოლო ღამით კი- 24C-ს. ეს განსაკუთრებითმნიშვნელოვანია ბავშვებისა და 60 წლის ასაკს გადაცილებული ადამიანებისათვის, აგრეთვე მათთვის, ვისაც ქრონიკული დაავადებების დიაგნოზი აქვთ.
  • ღამით გააღეთ ფანჯრები და დატოვეთ ღია დილამდე, სანამ გარეთ სიგრილე იქნება (თუ ეს სახიფათო არ არის).
  • დღისით შეამცირეთ სახლში სიცხის შეღწევა – დახურეთ ფანჯრები, ჟალუზები და დარაბები, განსაკუთრებით მზის მხარეს. შეძლებისდაგვარად გამორთეთ ელექტრომოწყობილობები და ხელოვნური განათება.
  • მზის მხარეს ჩამოაფარეთ  დამჩრდილავი ფარდები,  ჟალუზები, დარაბები.
  • ჩამოკიდეთ სველი პირსახოცები, რაც გაგრილებასთან ერთად სახლს დაატენიანებს.
  • თუ სახლში გაქვთ კონდენციონერი, დაკეტეთ კარები და ფანჯრები, რათა ეფექტურად გამოიყენოთ ელექტროენერგია. ეს აგაცილებთ ქვეყანაში ელექტროენერგიის დეფიციტის საფრთხეს.
  • ვენტილატორი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუ ტემპერატურა არ აღემატება 35C-ს. ხოლო თუ ტემპერატურა აღემატება 35C-ს, ის ვერ მოგიხსნით სიცხესთან დაკავშირებულ პრობლემებს.

[/checklist]

[red_box]თავი აარიდეთ სიცხეს[/red_box]

[checklist]

  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე.
  • გადადით ცხელი ოთახიდან გრილში, განსაკუთრებით ღამით.
  • თუ შეუძლებელია სახლში სიგრილის შენარჩუნება, შეეცადეთ დღის 2-3 საათი გაატაროთ გრილ ადგილას (მაგალითად, რომელიმე საზოგადოებრივ შენობაში, სადაც ჰაერი კონდენციონერით გრილდება).
  • მოერიდეთ ქუჩაში გასვლას დღის ყველაზე ცხელ პერიოდში.
  • მოერიდეთ მაღალინტენსიურ ფიზიკურ აქტივობას. თუ ეს აუცილებელია, მაშინ მის შეასრულებლად გამოიყენეთ დილით ყველაზე გრილი პერიოდი: 04:00 საათიდან 07:00 საათამდე.
  • დარჩით/გაჩერდით ჩრდილში
  • არ დატოვოთ ბავშვები და შინაური ცხოველები გაჩერებულ სატრანსპორტო საშუალებებში!

[/checklist]

[blue_box]შეინარჩუნეთ სხეული გრილად და ტენიანად[/blue_box]

[checklist]

  • მიიღეთ გრილი შხაპი, ან გამოიყენეთ ყინულის პაკეტები, სველი პირსახოცი და სხვა.
  • ქუჩაში გასვლისას ატარეთ ნატურალური მასალის, ღია ფერის, თავისუფალი ტანსაცმელი, ფართოფარფლებიანი ქუდი ან კეპი, ან ქოლგა და მზისგან დამცავი სათვალე.
  • იხმარეთ საწოლის მსუბუქი თეთრეული და არავითარი ბალიში, რათა სიცხის დაგროვება აიცილოთ თავიდან.
  • მიიღეთ დიდი რაოდენობით სითხე, გარდა ალკოჰოლის, ტკბილი და კოფეინიანი სასმელებისა.
  • საკვები მიიღეთ ხშირად და მცირე ულუფობით. მოერიდეთ ცილის მაღალი შემცველობის მქონე პროდუქტებს.

[/checklist]

ჯანდაცვის სამინისტრომ მოუწოდებს მოსახლეობას, აღნიშნული რეკომენდაციები დაიცვას და ინფორმაცია სხვებსაც მიაწოდონ და საჭიროების შემთხვევაში თანამოქალაქეებს დაეხმარონ.

ხოლო თუ თავბრუსხვევას, სისუსტეს, ფორიაქს, ძლიერ წყურვილს ან თავის ტკივილს შენიშნავთ, ჯანდაცვის სამინისტრო გირჩევთ გრილ ადგილას მოთავსდეთ და სხეულის ტემპერატურა გაიზომოთ. მიიღეთ წყალი ან ხილის ნატურალური წვენი. თუ კუნთების მტკივნეული სპაზმი გაქვთ (განსაკუთრებით ფეხებში, ხელებში ან მუცელზე) ჯანდაცვის სამინისტროს თქმით, საჭიროა ელექტროლიტების შემცველი ხსნარების მიღება. ხოლო თუ აღნიშნული სიმპტომები ერთ საათზემ მეტხანს გაგრძელდა, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს.

სამინისტრო გირჩევთ ექიმს მიმართოთ მაშინაც, თუ გრძნობთ უჩვეულო სიმპტომებს და ეს სიმპტომები დიდხანს ნარჩუნდება.

ასევე, თუ შემჩნევთ, რომ ოჯახის რომელიმე წევრი ან ნებისმიერი ადამიანი ცხელია, კანი გამომშრალი აქვს, ბოდავს, კრუნჩხვები აქვს ან დაკარგა გონება, სასწრაფოდ გამოიძახეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადა ან დაუკავშირდით ოჯახის ექიმს. სასწრაფო დახმარების მოსვლამდე დაზარალებული გადაიყვანეთ გრილ ადგილას, დააწვინეთ ჰორიზონტალურად, აუწიეთ ფეხები, გაუხსენით ტანსაცმელი, რომ არ უჭერდეს; კისერზე, იღლიის ქვეშ, საზარდულის არეში დაადეთ ყინულის პაკეტი, ტანი დაუზილეთ 250-300C ტემპერატურის წყლით და გაუზომეთ სხეულის ტემპერატურა. გონებადაკარგული ადამიანი დააწვინეთ გვერდზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი