ახალი ამბებიტექნოლოგიები

თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე Wi-Fi სიგნალის უფასო მიმღები დამონტაჟდა

30 ივნისი, 2017 • 16696
თუშეთში, აბანოს უღელტეხილზე Wi-Fi სიგნალის უფასო მიმღები დამონტაჟდა

თუშეთში, აბანოს სერის უღელტეხილზე უფასო უკაბელო ინტერნეტის სიგნალის მიმღები დამონტაჟდა, რომლით სარგებლობა რამდენიმე ასეული მეტრის რადიუსში იქნება შესაძლებელი. Wi-Fi სიგნალის მიმღები “საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორების ასოციაციის” (ISOC), „თუშეთის განვითარების ფონდისა” და “ფრინეტის” ერთობლივი ძალებით დაამონტაჟეს.

აღსანიშნავია, რომ უღელტეხილზე მობილური სიგნალი არ არის და ტელეფონით სარგებლობას ვერ შეძლებთ. თუმცა, როგორც პროექტის ინიციატორები აცხადებენ, უკვე შესაძლებელია დაუბრკოლებლად ინტერნეტის სიგნალის მიღება.

თუშეთის ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში კიდევ რამდენიმე წერტილში დაიდგმება შესაბამისი მიმღები მოწყობილობა.

თუშეთის რეგიონში, რთული გეოგრაფიული პირობების და მოსახლეობის სიმცირის გამო, ინტერნეტიზაციის სამთავრობო პროექტის ფარგლებში ამ ეტაპისთვის არ არის დაგეგმილი ოპტიკური ქსელის მშენებლობა. ამიტომ ISOC-მა გადაწყვიტა პროექტის განხორციელება.

ინტერნეტით უკვე ისარგებლა ტურისტმა 30.06.17 ფოტო: კონსტანტინე სტალინსკი

ინტერნეტით უკვე ისარგებლა ტურისტმა
30.06.17 ფოტო: კონსტანტინე სტალინსკი

ინტერნეტის სიგნალის მიმღები უღელტეხილზე 30.06.17 ფოტო: კონსტანტინე სტალინსკი

ინტერნეტის სიგნალის მიმღები უღელტეხილზე 30.06.17 ფოტო: კონსტანტინე სტალინსკი

მასალების გადაბეჭდვის წესი