ახალი ამბები

თბილისში ზვიადობის დღესასწაულის აღნიშვნას აპირებენ

26 მარტი, 2013 • • 1214
თბილისში ზვიადობის დღესასწაულის აღნიშვნას აპირებენ

ორგანიზატორებმა, რომლებიც საკუთარ თავს საინიციატივო ჯგუფს უწოდებენ, ფეისბუქში შექმნეს ღონისძიება, სადაც

ზვიად გამსახურდია
ზვიად გამსახურდია

წერია, რომ 31 მარტს სრულდება 74 წელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ეროვნული მოძრაობის ლიდერის, მკვლევარის, მთარგმნელის, პოეტის, მწერლის, ლიტერატორის ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან. ამავე დღეს აღინიშნება 22 წელი 1991 წლის რეფერენდუმიდან, რომელშიც საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურმა უმრავლესობამ, – მათ შორის დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ჩრდილო ქართლის ცხინვალის რეგიონის მცხოვრებლებმა, აფხაზებისა და ოსების ჩათვლით, – ხმა მისცა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას. აღნიშნული რეფერენდუმის შედეგების საფუძველზე საქართველოს სახელმწიფომ გამოაცხადა დამოუკიდებლობის აღდგენა, რომელიც ცნო საერთაშორისო სტრუქტურებმა და სახელმწიფოებმა. 

 

“საინიციატივო ჯგუფის წევრებმა გადავწყვიტეთ აღვნიშნოთ ზვიად გამსახურდიას დაბადებისა და რეფერენდუმში საქართველოს მოსახლეობის ნების გამოხატვის დღე ზეიმით, რომელსაც ვუწოდებთ ზვიადობის დღესასწაულს (ვაჟაობის, ილიაობისა და სხვა ანალოგიით) და გვსურს მიეცეს ამ დღესასწაულს ტრადიციის ხასიათი. ეს იქნება, ერთგვარად, ქართველი ხალხის ზვიადობის დღესასწაული. გვსურს ზვიად გამსახურდიას სახალხო დაფასებისათვის ზვიადობის დღესასწაული ყოველ წელს ტარდებოდეს და მას შესაბამისი მასშტაბები ჰქონდეს (პოეზიის საღამოები, სამეცნიერო კონფერენციები, გამოფენები და ა. შ), სადაც წარმოჩინებული იქნება მისი დამსახურებები საქართველოს წინაშე”, – აცხადებენ ღონისძიების ორგანიზატორები.

მასალების გადაბეჭდვის წესი