ახალი ამბები

სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გურამ ჯალაღონია უხელძღვანელებს

26 მარტი, 2013 • • 2586
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს გურამ ჯალაღონია უხელძღვანელებს

დირექტორის თანამდებობაზე გურამ ჯალაღონიამ ირაკლი დავითაძე შეცვალა. რომელიც სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დაარსებიდან, 2011 წლიდან ხელმძღვანელობდა.

უწყების ახალი დირექტორი მოვალეობის შესრულებას დღეიდან შეუდგა.

 

 

2004 წელს  გურამ ჯალაღონიამ დააფუძნა ავიაკომპანია „ავიასერვისი’’ და 2013 წლამდე იყო მისი ხელმძღვანელი. იყო სასაზღვრო ძალების ავიაციის შექმნის ინიციატორი და 1999-2004 წლებში ამავე განყოფილების უფროსი. 1976 წელს გურამ ჯალოღონიამ დაამთავრა ქ. ვიბორგის საავიაციო სასწავლებელი, ავიატექნიკოს-მექანიკოსის განხრით. 1976-1980 წლებში სწავლობდა ქ. კიევის სამოქალაქო ავიაციის ინჟინერთა ინტიტუტში.

 

 

1980 წლიდან სწავლა განაგრძო და 1986 დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი – ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით. არის სასაზღვრო ძალების ვიცე-პოლკოვნიკი და აფხაზეთის ომის ვეტერანი.

მასალების გადაბეჭდვის წესი