ახალი ამბები

გერმანიაში ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინებისა და შვილის აყვანის უფლება ექნებათ

30 ივნისი, 2017 • 11903
გერმანიაში ერთი და იმავე სქესის წყვილებს ქორწინებისა და შვილის აყვანის უფლება ექნებათ

გერმანიის პარლამენტმა, ბუნდესტაგმა, მიიღო კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ერთი და იმავე სქესის წყვილებს დაქორწინებისა და შვილის ყოლის უფლება ექნებათ.

“დოიჩე ველეს” ცნობით, გერმანიის პარლამენტმა 30 ივნისს მიიღო კანონპროექტი. მას მხარი დაუჭირა 393-მა დეპუტატმა, ხოლო 226 წინააღმდეგ წავიდა. იმის მიუხედავად, რომ კანცლერმა მერკელმა წინააღმდეგ მისცა ხმა, მისმა განცხადებებმა ხელი შეუწყო ამ კანონის მიღებას.

“ჩემთვის ქორწინება არის კაცისა და ქალის კავშირი, ამიტომაც მივეცი ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ. ვიმედოვნებ, რომ ხმის მიცემა აჩვენებს არა მარტო შეხედულებებისადმი საერთო პატივისცემას, არამედ ეს მიგვიყვანს მშვიდობისა და სოციალური კოჰეზიის განმტკიცებისკენ”, – განაცხადა ანგელა მერკელმა.

CNN-ის ცნობით, მომავალ კვირაში კანონპროექტს შეიტანენ ბუნდესტაგში – პარლამენტის ზედა პალატაში. გერმანიის მოსახლეობის ორმა მესამედმა გამოკითხვაში  მხარი დაუჭირა ქორწინების თანასწორობას.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი