ახალი ამბები

კვირიკაშვილი: ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატულებაა

30 ივნისი, 2017 • 1639
კვირიკაშვილი: ვიცეპრეზიდენტის ვიზიტი საქართველოსადმი აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატულებაა

მთავრობის სხდომის დაწყებამდე გიორგი კვირკაშვილმა აშშ-ის ვიცეპრემიერის საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებ ისაუბრა. კვირიკაშვილის თქმით, მაიკ პენსი საქართველოში პრემიერ-მინისტრმა ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართული ვიზიტისას მოიწვია:

„ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი მინდა გაცნობოთ. 31 ივლისს-1 აგვისტოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცეპრეზიდენტის, მაიკ პენსის ვიზიტი შედგება საქართველოში. ცოტა ხნის წინ ვიყავით ოფიციალური ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში, სადაც შედგა ჩვენი შეხვედრა და ამ შეხვედრის დროს მე მოვიწვიე ბატონი ვიცეპრეზიდენტი საქართველოში. ძალიან სასიხარულოა, რომ ასეთ მოკლე პერიოდში უკვე დღეს ოფიციალურად დადასტურდა ის, რომ 31 ივლისს – 1 აგვისტოს შედგება ვიზიტი საქართველოში”- თქვა კვირიკაშვილმა.

პრემიერის თქმით, პენსის ვიზიტი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, რადგან ის ამერიკის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერას უსვამს ხაზს:

“ეს, რა თქმა უნდა, არის გამოხატულება აშშ-ის მხარდაჭერისა საქართველოს მიმართ. ძალიან სასიხარულოა ასევე ის, რომ ახალ ადმინისტრაციასთან პირველივე დღიდანვე ჩვენ მოვახერხეთ და დავამყარეთ ყველაზე მაღალი დონის კონტაქტები. ჩვენ ძალიან გვიხარია, რომ სამ ქვეყანას შორის, რომელიც ვიცეპრეზიდენტმა აირჩია ვიზიტისთვის, ესტონეთი, მონტენეგრო და საქართველოაა, როგორც უმნიშვნელოვანესი პარტნიორი შეერთებული შტატების,“ – თქვა გიორგი კვირიკაშვილმა.

გიორგი კვირიკაშვილი და მაიკ პენსი მიუნხენში, 18.02.2017. ფოტო: პრემიერის პრესსამსახური

გიორგი კვირიკაშვილი და მაიკ პენსი მიუნხენში, 18.02.2017. ფოტო: პრემიერის პრესსამსახური

მასალების გადაბეჭდვის წესი