ახალი ამბები

მდინარაძე: არაადეკვატურია ოპოზიციის მოთხოვნა კონსტიტუციის პროექტის პარლამენტიდან გამოწვევაზე

29 ივნისი, 2017 • 1735
მდინარაძე: არაადეკვატურია ოპოზიციის მოთხოვნა კონსტიტუციის პროექტის პარლამენტიდან გამოწვევაზე

ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე, მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ ოპოზიციის მოთხოვნა კონსტიტუციის პროექტის პარლამენტიდან გამოწვევაზე არაადეკვატურია.

დღეს, 29 ივნისს, ბათუმში მყოფმა ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ იმედგაცრუებულია საკონსტიტუციო ცვლილებებით. იგი ხელისუფლებას და ოპოზიციას დიალოგისა და კონსენსუსისკენ მოუწოდებს. მისივე განცხადებით, იმისათვის, რომ ახალი კონსტიტუცია ლეგიტიმური იყოს, კონსენსუსი აუცილებელია.

მამუკა მდინარაძე კი რუსთავი 2-თან საუბრისას ამბობს, რომ კონსენსუსი თავად ოპოზიციას არ სურს:

“უცნაური და არაადეკვატურია ჩვენი ოპონენტების მხრიდან იმის მოთხოვნა, რომ ჩაიშალოს მთლიანად ეს პროცესი, გამოწვეული იყოს პარლამენტიდან მეორე მოსმენის შემდეგ, მით უმეტეს, კონსტიტუციური კანონპროექტი. ვეთანხმებით ბატონი ბუკიკიოს დასკვნას იმასთან დაკავშირებით, რომ არის ჩიხური სიტუაცია და კრიზისი კონსენსუსის მიღწევასთან მიმართებით. იმთავითვე, ჩვენი ოპონენტები ასე იქცეოდნენ, როგორც კი პოლიტიკურ შეთანხმებაზე იყო საუბარი, მაშინვე ყველაზე დესტრუქციულ ქმედებებს და განცხადებებს მიმართავდნენ ხოლმე, თითქოს “ქართულმა ოცნებამ”, მმართველმა გუნდმა შეცვალა კონსტიტუცია. აქ არის მთავარი ერთი რამ, ეს არის მტკნარი სიცრუე,” – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი