ახალი ამბები

netgazeti.ge აცხადებს ვაკანსიას რეპორტიორის პოზიციაზე

29 ივნისი, 2017 • 9308
netgazeti.ge აცხადებს ვაკანსიას რეპორტიორის პოზიციაზე

netgazeti.ge აცხადებს ვაკანსიას რეპორტიორის პოზიციაზე

პოზიცია: რეპორტიორი

რაოდენობა: 2

განცხადების მიღების ბოლო ვადა: 15 ივლისი, 2017

სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო

netgazeti.ge -ის შესახებ:

netgazeti.ge არის ონლაინ გამოცემა, რომელიც შპს „გაზეთმა ბათუმელებმა” დააარსა 2010 წელს.  გამოცემის მიზანია, ინტრენეტის მომხმარებელს მიაწოდოს ფაქტებზე დაფუძნებული ახალი ამბები, მოვლენების ანალიზი და იყოს ღია ადგილი მრავალფეროვან მოსაზრებათა გამოხატვისთვის.  ნეტგაზეთის ამოცანაა,  აუდიტორიას საინტერესოდ მიაწოდოს ინფორმაცია ახალი ტექნოლოგოების  გამოყენებით. ამიტომაც კონტენტის წარმოებისას ვიდეოს, ფოტოს და აუდიოს გამოყენება ნეტგაზეთის რეპორტიორებისთვის  აუცილებელი  მოთხოვნაა.

შპს „გაზეთი ბათუმელები” არის 2001 წელს ბათუმში დაფუძნებული კომპანია, რომელიც გამოსცემს ყოველთვიურ ჟურნალ “ბათუმელებს”  და ფლობს ვებ გვერდებს:  netgazeti.ge batumelebi.ge.

ვაკანსიის მოკლე აღწერა

netgazeti.ge ამჟამად ეძებს რეპორტიორებს,  რომლებიც პასუხისმგებელი იქნებიან მოამზადონ ჟურნალისტური ნამუშევრები ვებგვერდისთვის.  ნეტგაზეთი განსაკუთრებით დაინტერესებულია იმ ჟურნალისტებით, რომლებსაც აინტერესებთ  ვებრეპორტინგი.

კონკურისის პირობების თანახმად, განმცხადებლებს უნდა ჰქონდეთ პროფესიული უნარ-ჩვევები და ფლობდნენ ცოდნას ჟურნალისტური სტანდარტების შესახებ. ნეტგაზეთი მიესალმება ჟურნალისტიკაში გამოცდილების მქონე განმცხადებლებს, თუმცა ეს მოთხოვნა აუცილებელი არ არის.

განმცხადებელი კარგად უნდა ფლობდეს ქართულ და ინგლისურ ენებს, აინტერესებდეს ახალი მედია და მისი ტექნოლოგიები. უნდა ჰქონდეს ოპერატიულად მუშაობის უნარი, მათ შორის ექსტრემალურ პირობებში.

netgazeti.ge-სთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  განმცხადებლების მოტივაცია აღნიშნულ პოზიციების დასაკავებლად. ამიტომაც დაინტერესებულმა პირებმა მოტივაციის წერილი რეზიუმესთან  და ორ ნამუშევართან ერთად  უნდა გააგზავნონ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემდეგ მისამართზე: ntsetskhladze@gmail.com ელ-ფოსტის თემის გრაფაში მიუთითეთ : “ვაკანსია: რეპორტიორი- 2017”

განაცხადები მიიღება არაუგვიანეს 2017  წლის 30 ივლისისა.

ნეტგაზეთი თავად დაუკავშირდება შერჩეულ განმცხადებლებს და მიიწვევს მათ გასაუბრებაზე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი