ახალი ამბები

ერაყი აცხადებს, რომ მოსულში ISIS დაამარცხეს

29 ივნისი, 2017 • 2898
ერაყი აცხადებს, რომ მოსულში ISIS დაამარცხეს

8-თვიანი საომარი მოქამედებების შემდეგ ერაყის სამთავრობო ჯარებმა მოსულში დანგრეული მეჩეთის ტერიტორია აიღეს, სადაც 3 წლის წინ ტერორისტულმა დაჯგუფებამ, ე.წ. ისლამურმა სახელმწიფომ ხალიფატის დაარსების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ “როიტერი” ერაყელ სამხერდო მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ერაყელი სახელმწიფო პირების განცხადებით, ქალაქში დარჩენილ ISIS-ის მებრძოლებთა საბრძოლო მოქმედებები მომდევნო დღეებში დასრულდება. ისინი ქალაქის რამდენიმე ძველ უბანში რჩებიან.

მოსულის ბრძოლებში 850 წლის ხნოვანების ალ-ნურის მეჩეთის აღება სიმბოლურ მნიშვნელობას ატარებს, რადგან “ისლამური სახელმწიფოს” დე ფაქტო დედაქალაქი იყო ერაყში.

“მათი ფიქტიური სახელმწიფო დაეცა,” – განაცხადა გენერალმა იაჰია რასულმა.

პრემიერ-მინისტრის, ჰაიდერ ალ-აბადის განცხადებით კი, დანაყოფებმა უკვე მიიღეს მითითებები საბრძოლო მოქმედებების ბოლომდე მისაყვანად.

იმის მიუხედავად, რომ ტერიროსტული დაჯგუფების დანაყოფები მოსულის დასავლეთ და სამხრეთ ნაწილებს ისევ აკონტროლებენ, მათი განცხადებით, ეს დამარცხება დიდ გავლენას იქონიებს ერაყში ISIS-ის ხალიფატზე. ISIS ასევე ალყაში ჰყავს მოქცეული აშშ-ისა და ქურთების სამხედრო კოალიციას სირიის ქალაქ რაქაში.

“როტერის” ინფორმაციით, ბრძოლებში ათასობით სამხერდო და სამოქალაქო პირი დაიღუპა. ქალაქი დაახლოებით 900 000-მა ადამიანმა დატოვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი