ახალი ამბები

რაზე ისაუბრა ოპიზიციამ ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან?

29 ივნისი, 2017 • 1950
რაზე ისაუბრა ოპიზიციამ ვენეციის კომისიის პრეზიდენტთან?

დღეს, 29 ივნისს, საქართველოს საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიები შეხვდნენ ვენეციის კომისიის პრეზიდენტს, ჯანი ბუკიკიოს, რომელიც ბათუმში იმყოფება.

“საქართველოს პატრიოტების” ერთ-ერთი ლიდერის, ირმა ინაშვილის განცხადებით, ბუკიკიომ მათთამნ არაერთხელ გააკეთა განცხადება იმის თაობაზე, რომ დგება ამ კონსტიტუციის ლეგიტიმაციის საკითხი.

“შევთანხმდით იმაზე, რომ ხელისუფლებასთან ჩვენი დიალოგის ერთ-ერთი მთავარი თემა იყოს ამ პროექტის პარლამენტიდან გამოწვევა… ვიტოვებთ იმედს, რომ ხელისუფლება წამოვა ამ დიალოგზე, თორემ ოპოზიცია დიალოგსთვის მზად არის,”- განაცხადა ირმა ინაშვილმა.

ნაციონალური მოძრაობის წევრი თინა ბოკუჩავა ამბობს, რომ ჯანი ბუკიკიოს განცხადება არის ყველაზე მკაცრი შეფასება, რაც კი შეუძლია გააკეთოს ვენეციის კომისიამ:

“მმართველმა გუნდმა მოატყუა ქართველი ამომრჩეველი, მმართველმა გუნდმა მოატყუა ყველა პოლიტიკური ოპოზიციური პარტია, სამოქალაქო სექტორი და ვენეციის კომისია. ქართულმა ოცნებამ თავისი პოლიტიკური გუნდი შეიყვანა ჩიხში. ეს არის სიტუაცია – ქართული ოცნება ყველას წინააღმდეგ და, რაც მთავარია, ქართველი ხალხის და მათი ნების წინააღმდეგ. ეს არის უნიკალური სიტუცია, როდესაც ისეთ განსხვავებული პოზიციების მქონე პარტიები ვთანხმდებით იმაზე, რომ დაუშვებელია, ქართულ ოცნებას მივცეთ იმის საშუალება, რომ ქვეყანა შეიყვანონ ჩიხში,”- განაცხადა ბოკუჩავამ.

“დემოკრატიული მოძრაობის” წევრის, გიორგი ახვლედიანის განცხადებით კი, “ქართულმა ოცნებამ” უნდა იცოდეს, რომ თუ ისინი არ შეაჩერებენ პარლამენტში კონსტიტუციური ცვლილებების განხილვას, მთლიანად დაკარგავენ ლეგიტიმაციას.

“ვენეციის კომისიის ხელძღვანელობამ ძალიან მკაფიო განხადება გააკეთა იმასთან დაკავშირებით, რომ თუ კონსტიტუცია არ იქნება კონსენსუსის შედეგი, თუ ის არ იქნება ის კონსტიტუცია, რომლეზეც დასკვნა დადო ვენეციის კომისიამ და არა ის, რაც ქართულმა ოცნებამ შემოგვთავაზა – მაჟორიტარული სისტემის დატოვებით, ეს კონსტიტუცია იქნება არაკონსტიტუციური,”- ამბობს გიორგი ახვლედიანი.

ჯანი ბუკიკიომ შეხვედრის შემდეგ განაცხა, ოპოზიციის წარმომადგენლებთან “კარგი და კონსტრუქციული” შეხვედრა ჰქონდა. მისი თქმით, ქართველმა პოლიტიკოსებმა დიალოგი უნდა გამართონ და ერთად იპოვონ საუკეთესო გამოსავალი.

“მე საქართველოს ხვალ საღამოს დავტოვებ: თქვენ, ქართველებმა, სამოქალაქო საზოგადოებამ, ოპოზიციურმა პარტიებმა და უმრავლესობამ უნდა სცადოთ საუკეთესო გამოსავლის მოძებნა”.

“არსებობს საუბრისა და დიალოგის პრობლემა”, – განაცხადა ვენეციის კომისიის თავმჯდომარემ. ბუკიკიოს თქმით, აუცილებელია, ოპოზიციასა და უმრავლესობს შორის დიალოგი შედგეს.

ბუკიკიომ განაცხადა, რომ კონსტიტუციის პროექტის დრაფტი, რომელიც ვენეციის კომისიამ განიხილა, კარგი იყო (გლობალურად) და არსებობს პოზიტიური ნაბიჯი, თუმცა ბოლო ცვლილებების შემდეგ ამ საკითხმა აზრი დაკარგა

მასალების გადაბეჭდვის წესი